განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

ფასდაკლებები

ფასდაკლების ბარათები

სს „ბალნეოსერვისის“ „ბალნეოკურორტ-წყალტუბოს“ №1 და №6 სამკურნალო-სარეაბილიტაციო და SPA&WELLNESS ცენტრებში სამკურნალო და სარელაქსაციო პროცედურებზე და პროგრამებზე

                                                                   

ყურადღება! დაბეჯითებით გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ ფასდაკლების პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზიები არ მიიღება.

ფასდაკლების თითოეულ ბარათს, გააჩნია შესავსებად აუცილებელი სამი ერთნაირი ნაწილი. მაგრამ თქვენ, არ მოგიწევთ ბარათის სრულად, ანუ სამივე ნაწილის შევსება. ერთი ნებისმიერი ნაწილის შევსების პარალელურად, ავტომატურად ივსება ბარათის დანარჩენი ორი ნაწილი. ბარათის შესავსებად, დაგჭირდებათ ნახევარ წუთზე ოდნავ მეტი.

*5%-იანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოდის წყალტუბოში სამკურნალოდ ან რელაქსაციის მიზნით - თუნდაც 1 (ერთი) საათით.
*10%-იანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდდამხოლოდ ჩვენი კომპანიის მეშვეობით დაჯავშნიან სასტუმროს/ბინას (სასტუმროების/ბინის ფასებით!) 4-დან 9 ღამემდე. ჩვენი კომპანიისგან სასტუმროს/ბინის არანაკლებ 4-დან 9 ღამემდე ჯავშნის არქონის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლების ბარათი ბათილია! მანამ, სანამ ჩვენი მხრიდან არ მიიღებთ დადასტურებას თქვენს მიერ არჩეული სასტუმროს დაჯავშნის შესახებ, 10%-იანი ფასდაკლების ბარათი არ შეავსოთ და არ ჩამოტვირთოთ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლების ბარათი ბათილია!
*15%-იანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდდამხოლოდ ჩვენი კომპანიის მეშვეობით დაჯავშნიან სასტუმროს/ბინას (სასტუმროების/ბინის ფასებით!) არანაკლებ 10 (ათი) ღამით. ჩვენი კომპანიისგან სასტუმროს/ბინის არანაკლებ 10 (ათი) ღამით ჯავშნის არქონის შემთხვევაში - 15%-იანი ფასდაკლების ბარათი ბათილია! მანამ, სანამ ჩვენი მხრიდან არ მიიღებთ დადასტურებას თქვენს მიერ არჩეული სასტუმროს დაჯავშნის შესახებ, 15%-იანი ფასდაკლების ბარათი არ შეავსოთ და არ ჩამოტვირთოთ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლების ბარათი ბათილია!
*14 წლამდე ასაკის ბავშვები, ავტომატურად სარგებლობენ 20%-იანი ფასდაკლებით ყველა სამკურნალო პროცედურაზე და პროგრამაზე (გარდა სასტუმრო მომსახურებისა). შესაბამისად, ისინი დამატებით ვეღარ ისაგებლებენ ჩვენს მიერ დაწესებული ფასდაკლებებით.
*დააწკაპუნეთ შესაბამისი ფერის სურათზე (წრეზე), გვერდის გახსნის შემდეგ შეავსეთ ბარათის ცარიელი ველები, ჩამოტვირთეთ, ან დაბეჭდეთ, ან მობილურ ტელეფონში შეინახეთ. აუცილებელია ყველა ველის შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარათი არ ჩამოიტვირთება.
*წარადგინეთ ეს ბარათები (ან დაბეჭდილი, ან მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული სახით) სს „ბალნეოსერვისის“ „ბალნეოკურორტ-წყალტუბოს“ №1 და №6 სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრების სალაროებში და მიიღეთ 5%-იანი, 10%-იანი ან 15%-იანი ფასდაკლება ყველა სამკურნალო პროცედურაზე / პროგრამაზე.
*ეს ფასდაკლება, არ ვრცელდება სასტუმრო მომსახურებაზე და სასტუმროების კუთვნილ სამკურნალო პაკეტებზე/პროგრამებზე.