განაცხადი ფასდაკლებები შეკითხვა ექიმს
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

წინასწარი გადახდის გარეშე

წინასწარი გადახდის გარეშე

ჩვენი კომპანიის უპირატესობა არამარტო დაბალი ფასებია (ცნობილია, რომ ჩვენ, სერვისებზე არ ვარიცხავთ არავითარ „პროცენტსა“ თუ „დანამატს“), არამედ დაჯავშნილი მომსახურების შეძენის ხელსაყრელი პირობებიცაა. შეძენილი (დაჯავშნილი) მომსახურების ღირებულებას (სასტუმრო, სამკურნალო ცენტრი, ტრანსპორტი), კლიენტი იხდის არა წინასწარ, არამედ კურორტზე ჩამოსვლის შემდეგ - ადგილზე. ასევე, სამკურნალო ცენტრსა და ზოგიერთ სასტუმროში, მომსახურების ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ VISA და MasterCard საკრედიტო ბარათების საშუალებით.

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან (სამკურნალო ცენტრი, სასტუმროები, ტრანსპორტი), გაგვაჩნია შეკვეთების/მომსახურების დაჯავშნის მაქსიმალურად ლოიალური პირობები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ, ჩვენი კლიენტებისათვის ვჯავშნით მომსახურებას ყოველგვარი წინასწარი გადასახადის გარეშე და ამასთანავე, გაგვაჩნია ჯავშნის/შეკვეთის შესრულების 100%-იანი გარანტია.

ჩვენთან მოქმედებს სასტუმროებისა და სატრანსპორტო მომსახურების ჯავშნის გაუქმების უჯარიმო/უფასო სისტემა. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ, არ შეგვატყობინოთ ჯავშნის გაუქმების შესახებ, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, წინასწარ არ იხდით მომსახურების საფასურს არც მთლიანად და არც ნაწილობრივ - ჩვენ მაინც გაგვაჩნია გარკვეული ვალდებულებები ჩვენი პარტნიორების მიმართ. გთხოვთ, ნუ ჩაგვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში პარტნიორებთან.

კითხვებზე შეგვიძლია გიპასუხოთ ტელეფონით, WhatsApp, Viber, Telegram-ით, რომელთა ნომრებიც მითითებულია საიტზე. ასევე, კითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე kurortresort@gmail.com

ტელ: +995 555 63 29 29

WhatsApp / Viber / Telegram: +995 599 94 49 62