საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის პირობები COVID-19 ვირუსის პანდემიის გამო
ინფორმაცია საქართველოში შემოსვლის წესებისა და პირობების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ივნისის №318 დადგენილების თანახმად: 2022 წლის 15 ივნისიდან, უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას,საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას, თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის, საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან.