განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

სასტუმრო კომპლექსი “Aria resort & spa”

სასტუმროკომპლექსიAria resort & spa” 4*

სასტუმრო კომპლექსი "Aria resort & spa" მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ და საკურორტო ზონაში - წყალტუბოს რაიონში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი წარმოადგენს 4 სართულიან კეთილმოწყობილ შენობას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, ღია, შიდა და საბავშვო აუზებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ტენისის კორტებით, საუნით, ღია ტერასით. მიიღონ ბარის, რესტორნისა და სპა-კაბინეტის მომსახურება. დაისვენონ სხვადასხვა დეკორატიული მცენარეებითა და ასწლოვანი მუხებით გაშენებულ ხეივანში. სასტუმრო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სავენტილაციო-გათბობა-გაგრილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. კომპლექსის ტერიტორიაზე მოქმედებს მძლავრი Wi-Fi ინტერნეტი.

თანამედროვე დიზაინის 48 ნომრი:

  • სტანდარტული ორადგილიანი;
  • საოჯახო.

ნომრის ღირებულებაში შედის:

  • დილის საუზმე;
  • ღია აუზები;
  • შიდა აუზი;
  • საუნა;
  • სავარჯიშო დარბაზი;
  • 20 % ფასდაკლება მასაჟზე;
  • ტენისის კორტები;
  • ტრანსფერი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენრამდე „წყალტუბოს თერმული წყლები“ - წყარო №6.

რესტორანი

სატუმროს რესტორანში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, შეუკვეთონ ან დააგემოვნონ როგორც ევროპული, ასევე ქართული ტრადიციული კერძები. რესტორანს ემსახურება მაღალკვალიფიციური შეფ- მზარეული და პერსონალი.

საკონფერენციო დარბაზი:

სასტუმროს მეოთხე სართულზე, განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი. სივრცე გათვალისწინებულია 100-120 მსმენელზე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის. აღჭურვილია საჭიროტექნიკითა და ინვენტარით.

სპორტული დარბაზი:

სასტუმროს კომპლექსის შემადგენლობაში შედის, ინდივიდუალური შენობა-ნაგებობა, სპორტული აქტივობებისთვის. მასში ფუნქციონირებს საუნა, და დახურული აუზი 10X4მ-ზე. სპორტული აქტივობის ნაწილია, ტენისის კორტები და კალათბურთის მოედანი 36X18 მ-ზე.

აუზები:

კომპლექსში განთავსებულია ორი ღია/გარე აუზი: 25X12.5 მ-ზე და საბავშვო 6X4 მ-ზე. აუზისა და წყლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი ხდება, უახლესი სადეზინფექციო საშუალებებითა და ტექნიკური მოწყობილობებით. აუზს ემსახურება ბარი-ტერასა, ფუნქციონირებს გასახდელები და ინდივიდუალური საშხაპეები, ხოლო პატარა დამსვენებლებისთვის - სათამაშო კუთხე. აუზს ემსახურება მაშველი.

სასტუმროს ფასები საუზმით

                  1.05.2022 - 15.11.2022                16.11.2022 - 31.03.2023

ერთადგილიანი / SNGL

  220 ლარი

ერთადგილიანი / SNGL

  150 ლარი

ორადგილიანი / DBL

  250 ლარი

ორადგილიანი / DBL

  180 ლარი

ორადგილიანი / TWN

  250 ლარი

ორადგილიანი / TWN

  180 ლარი

ნახევრად-ლუქსი / SEMI LUX

  290 ლარი

ნახევრად-ლუქსი / SEMI LUX

  230 ლარი

ლუქსი / LUX

  330 ლარი

ლუქსი / LUX

  270 ლარი

დამატებითი საწოლი / EXTRA BAD

   70 ლარი

დამატებითი საწოლი / EXTRA BAD

   70 ლარი