სპელეოთერაპია

სპელეოთერაპია

სპელეოთერაპიასარგაცნობილ ხალხს, მისი ხსენებისას გონებაში ამოუტივტივდებათ მთაში მოგზაურობა და არა კურორტები და პროცედურები. მართლაც, ამ სიტყვას სპელეოლოგიის მსგავსი ფუძე აქვს - მეცნიერებისა, რომელიც გამოქვაბულებს შეისწავლის. თუმცა ბერძნული speleon-გამოქვაბულის გარდა აქ გვხვდება therapia- მკურნალობა.

სპელეოთერაპიაში გამოქვაბულების, მღვიმეების, მაღაროების მიკროკლიმატი გამოიყენება ადამიანის გამოსაჯანმრთელებლად. ამასთან, „მიწისქვეშა საავადმყოფოების“ ისტორია ათასწლეულებით განისაზღვრება. პირველად სპელეოთერაპიის გამოყენება დაიწყეს დაახლოებით 2500 წლის წინ.

სპელეოთერაპიის ისტორია

როგორც ეს ხშირად ხდება მეცნიერებაში, გამოქვაბულების უნიკალური თვისებები სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში ჩადიოდა ხალხი მიწისქვეშ, რათა თავი დაეცვა უამინდობისა და ველური ცხოველებისაგან - და გრძნობდნენ, ზოგიერთ მღვიმეში როგორ გადადიოდა დაღლილობა და აღარ სტკიოდათ ძველი იარები. არქეოლოგები არაერთხელ გადააწყდნენ მიწისქვეშ ამოჩიჩქნილ აუზებს (მაგალითად, თერმები კრონიოს მთაში, სიცილია, ძვ.წ. მე-6-5 ს.). იქ უნდა დაგროვებულიყო ქანებს შორის გამოვლილი წყალი. ეს პირველი აუზები დროთა განმავლობაში გადაიქცნენ სახელგანთქმულ სამკურნალო ადგილებად.

ძველ საბერძნეთში ხანგრძლივი ლაშქრობით დაღლილი მებრძოლები ძალების აღსადგენად მიწისქვეშ ჩადიოდნენ. არა მხოლოდ ელინებმა იცოდნენ გამოქვაბულებისა და მღვიმეების შესახებ და ხშირად იყენებდნენ სამედიცინო მიზნებში.

მოულოდნელი აღმოჩენები ხდებოდა სპელეოთერაპიაში მე-20 საუკუნეში. გერმანიაში, ომის დროს, როცა ხალხი  კლიუტერტის გამოქვაბულში დაბობმვებს ემალებოდა, შეამჩნიეს, რომ მიწისქვეშ ასთმით დაავადებულებს გადადიოდათ ხუთვა და უქრებოდათ ხველა.

პირველად გამოქვაბულის მიკრკლიმატით მკურნალობა თავის თავზე გამოსცადეს იმათ, ვისაც ოცნებაც კი არ შეეძლოთ საზღვარგარეთ კურორტებზე წასასვლელად ან ძვირადღირებული ექიმების კონსულტაციის მისაღებად. უბრალო მუშები, რომლებიც მიწისქვეშ მარილს მოიპოვებდნენ, წლიდან წლამდე განიცდიდნენ მთის ქანების კეთილისმყოფელ გავლენას. მათ შორის არ იყვნენ ასთმით ან სხვა სუნთქვის ორგანოების დაავადებების მქონე ადამიანები.

თუ სპალეოთერაპიის პირველი პაციენტები უბრალო მუშები იყვნენ, მათ შემდეგ, პროცედურების კურსი, ნაღები საზოგადოების წარმომადგენლებმა გაიარეს.

სპალეოთერაპიის მოქმედება

როცა ჩადიხარ გამოქვაბულში, სადაც სპელეოთერაპიის კურსი ტარდება - ორგანიზმზე კეთილისმყოფელი გავლენის მოხდენას თითქმის ყველაფერი იწყებს. მიწისქვეშა მიკროკლიმატი ძლიერ განსხვავდება ჩვენთვის ნაჩვევი გარემოს ატმოსფეროსაგან. იქ ყოველთვის ნარჩუნდება მუდმივი ტემპერატურა, ნესტი და ბარომეტრული წნევა. გამოქვაბულის ჰაერსაც კი სამკურნალო თვისებები აქვს. ის გაჯერებულია ნაწილაკებით, რომლებიც მაღალი იონიზაციითა და ორგანიზმისათვის სასარგებლო მიკროელემენტებით ხასიათდება. სუნთქვისას ისინი ხვდება ადამიანის სისხლში და დადებითად ზემოქმედებს მის შემადგენლებზე: ნორმაში ექცევა სისხლში ჰისტამინის დონე, ნახშირწყლების და ცილების ცვლა. ქანებში არსებული მიკროელემენტები უფრო სწრაფად ერთვება ორგანიზმის ბიოქიმიურ პროცესებში, ვიდრე სამკურნალო პრეპარატები. ამასთან ისინი უვნებელია ადამიანისათვის და გაცილებით სწრაფად მივყავართ დარღვეული პროცესების ნორმალიზაციამდე.

ამასთან, მიწესქვეშა აეროიონების მაღალი კონცენტრაციის წყალობით, ჰაერში თითქმის არ რჩება მტვერი, ბაქტერიები და ალერგენები. მღვიმეში, ავადმყოფები დაცული არიან გარემოს არაკეთილსმყოფელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან, როგორებიცაა: მავნე მინარევები, აირები, ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედება. მიკრობების რიცხვი ჰაერის ერთ კუბურ მეტრში შეადგენს მხოლოდ 150-500, თანაც, მიწის ზედაპირზე საცხოვრებელი ნაგებობების ჰაერი, სუფთად ითვლება, თუ იგივე მოცულობაში მიკრობების რიცხვი არ აღემატება 1500.

რადონისა და მისი დაშლის პროდუქტების (რომლებსაც გამოქვაბულების ჰაერი შეიცავს) მოქმედების წყალობით უჯრედები ტრანსფორირდება და ხდება მათი გაახალგაზრდავება, ნორმაში ექცევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედება, მცირდება ანთებითი პროცესების ინტენსივობა, იზრდება იმუნიტეტი.

სეანსი მიმდინარეობს სუსტი განათებისა და ხშირად, მუსიკის აკომპანიმენტით. ამ დროს, თქვენ შეგიძლიათ მოდუნდეთ მოხერხებულ სავარძელში. ბევრს ეძინება, - მართლაც, დაცულობა გარესამყაროსგან და ხმაურის არარსებობა, სრული სიმშვიდის შეგრძნებას ქმნის.

ყურადღება! ამ დროისათვის, მიმდინარეობს გამოქვაბულის კეთილმოწყობის სამუშაოები.