zzzzzzzzzzzz
asasdasd

 ბუნების ძალით, ექიმის გონებით... 

ქართული კურორტები - აბასთუმანი, ბორჯომი, წყალტუბო - სარგებლობენ მსოფლიო სახელით. თუ აბასთუმნისა და ბორჯომის მსგავსი კურორტები გვხვდება, წყალტუბოს მინერალური წყაროების ანალოგი, მსოფლიოში არსებულ სამკურნალო წყლებს შორის, არ არსებობს.

 პროფესორი ა. შუკარევი

 

 საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.

წყალტუბო. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც  იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით, რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.

წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი "თეთრი მღვიმის" მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ (ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები გამოქვაბულის კეთილმოსაწყობად).

წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასშიშემავალი ინგრედიენტები - უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.

წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 14-21 დღე.

უკვდავების წყარო? აქაა - წყალტუბოში, ჩამობრძანდით - თავადდარწმუნდებით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
მსოფლიოში ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტ
წყალტუბოში

ვალუტის კურსი

USD
2.3626
RUB
3.4822
EUR
2.6608
TRY
0.8015
GBP
3.6077
AZN
2.2611

ამინდის პროგნოზი

ქუთაისი

დღეს
ხვალ
დღისით
370
360
ღამით
210
210