სს „ბალნეოსერვისი“
( ს/კ 221269669)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „ბალნეოსერვისის“
აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ
სს „ბალნეოსერვისის“ აქციონერებს გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 მარტს აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება:
გაიცეს დივიდენდი 451 000 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათასი ) აშშ დოლარის ოდენობით და განაწილდეს სულ 406080 ფასიანი ქაღალდის მფლობელ 248 აქციონერზე, თითოეულ აქციონერზე ფასიანი ქაღალდების რაოდენობის გათვალისწინებით. 1 ფასიან ქაღალდზე მისაღები თანხის ოდენობა დაბეგვრამდე შეადგენს 1,11 ( ერთი დოლარი, თერთმეტი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. დივიდენდის გაცემაზე პასუხისმგებელია საზოგადოების ბუღალტერი გიორგი ბურჯანაძე, საკონტაქტო ტელეფონი: 599381614, მისამართი: ქალაქი წყალტუბო, კურორტის პარკის ტერიტორია, სააბაზანოს შენობა N 6. დივიდენდის მიღების მიზნით აქციონერი ბუღალტერს გადასცემს მონაცემს საბანკო ანგარიშის შესახებ, პირადობისა და აქციონერობის დამადასტურებელ დოკუმენტს
დივიდენდი გაიცემა 2022 წლის 31 ოცდათერთმეტი დეკემბრის ჩათვლით.
სს „ბალნეოსერვისის“ დირექტორი
ზაზა ძნელაძე