განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

დივიდენდი ბალნეოსერვისის აქციონერებზე

სს „ბალნეოსერვისი“

( ს/კ 221269669)

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

 სააქციო საზოგადოება „ბალნეოსერვისის“

აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ

 

სს „ბალნეოსერვისის“ აქციონერებს   გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 მარტს  აქციონერთა საერთო კრებაზე  მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება:

გაიცეს დივიდენდი 451 000 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათასი ) აშშ დოლარის ოდენობით და განაწილდეს სულ 406080 ფასიანი ქაღალდის მფლობელ 248 აქციონერზე, თითოეულ აქციონერზე ფასიანი ქაღალდების რაოდენობის გათვალისწინებით. 1 ფასიან ქაღალდზე მისაღები თანხის ოდენობა დაბეგვრამდე შეადგენს 1,11 ( ერთი დოლარი, თერთმეტი ცენტი)  აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. დივიდენდის გაცემაზე პასუხისმგებელია საზოგადოების ბუღალტერი გიორგი ბურჯანაძე, საკონტაქტო  ტელეფონი: 599381614, მისამართი: ქალაქი წყალტუბო, კურორტის პარკის ტერიტორია, სააბაზანოს შენობა N 6. დივიდენდის მიღების მიზნით აქციონერი ბუღალტერს გადასცემს მონაცემს საბანკო ანგარიშის შესახებ, პირადობისა და აქციონერობის  დამადასტურებელ დოკუმენტს

დივიდენდი გაიცემა 2022 წლის 31 ოცდათერთმეტი დეკემბრის ჩათვლით.

                                                                                                                             

        სს „ბალნეოსერვისის“ დირექტორი

                     ზაზა ძნელაძე