განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

სარელაქსაციო პროგრამა ''ტონუსი''

სარელაქსაციო პროგრამა "ტონუსი" 

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ქდს) ანუ მიალგიური ენცეფალომიელიტი - შედარებით ახალი დაავადებაა, რომელიც მედიცინამ ოფიციალურად 1988 წლიდან აღიარა. მაგრამ, ბოლო ათწლეულში, აღინიშნება იმ ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებიც ამ ავადმყოფობით არიან დაავადებულნი. ამასთან, მათი თითქმის ¾ - 25-დან 50 წლამდე ქალბატონები არიან. ასეთი ადამიანები ენერგიულები, საქმიანები, პასუხისმგებლობით აღსავსენი არაინ. ისინი თავს არ იზოგავენ, რათა ასეთები იყვნენ, შედეგად კი მცირდება ინფექციებისა და სტრესების მიმართ მათი წინააღმდეგობის უნარი, რაც, თავის მხრივ, მასტიმულირებელი ჰორმონის - სეროტონინის დონეზე ახდენს გავლენას. ზოგჯერ, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი საგრძნობლად ართულებს ცხოვრებას. ის შეიძლება გაგრძელდეს თვეობით, წლობით, რასაკვირველია, სხვადასხვა გამოხატულებით. რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთა პროფესიაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასეთები არიან:
• ავიადისპეტჩერები;
• სარკინიგზო ტრანსპორტის ოპერატორები;
• ექიმები;
• პედაგოგები;
• პოლიციელები;
• სამხედროები;
• სპეცსამსახურების თანამშრომლები;
• ბანკის თანამშრომლები;
• სხვადასხვა დონის მენეჯერები;
• ბიზნესმენები, რომელთაც მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად უდიდესი ფსიქოემოციური დატვირთვის ატანა უწევთ;
• ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში - მეგაპოლისებში მცხოვრები ადამიანები.
რაც შეეხება დიდ ქალაქებს - მეგაპოლისებს, მათში ენერგეტიკული ფონი და ეკოლოგია ისეთია, რომ ადამიანი, კვირეების განმალობაშიც კი სახლში რომ იყოს და თითქმის არაფერი აკეთოს, მაინც ვერ შეძლებს მოდუნებასა და დასვენებას. მიუხედავად ამ დაავადების წარმოშობის შესახებ არსებული მრავალი თეორიისა, დღემდე უცნობია მისი ზუსტი ბუნება. ქრონიკულმა სტრესებმა, მონოტონურმა სამუშაომ, ჰიპოდინამიამ (უმოძრაობამ), ხელოვნური განათების პირობებში დიდხანს ყოფნამ, ვირუსულმა ინფექციებმა და მრავალმა სხვა ფაქტორმა, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მთავარი/წამყვანი გამოვლინებაა მუდმივი დაღლილობა, რომელიც არ ქრება ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი და ადამიანი მიჰყავს შრომისუნარიანობის დაქვეითებამდე, რომელსაც თან ახლავს რიგი სხვა არასასიამოვნო სიმპტომებისა:
• მომატებული მოთენთილობა და სწრაფადპროგრესირებადი სისუსტე;
• ნერვული სისტემის ასტენიზაცია ანუ გამოფიტვა, ფსიქოემოციური არამდგრადობა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, ყურადღების გაფანტულობა, გულმავიწყობა, დათრგუნულობა, აპათია, დეპრესიული განწყობა;
• პერიოდულად წარმოქმნილი სხვადასხვა ინტენსივობის თავისტკივილები და თავბრუხვევები - რომლებიც არ არიან დაკავშირებული რომელიმე სხვა დაავადებასთან;
• ძილის დარღვევა - უძილობა ღამით და ძილიანობა დღისით;
• დისკომფორტი და ტკივილები კუნთებში, ხერხემალსა და სახსრებში, გულმკერდის არეში;
• პერიოდულად სხეულის ტემპერატურის მცირედით მომატება, ტკივილები ყელში, ლიმფური კვანძების გადიდება;
• სხეულის მასის/წონის უმიზეზოდ მოკლება ან მომატება.
ჩვენი 2-3 დღიანი პროგრამა „ტონუსი“ - ეფექტურია ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან საბრძოლველად, ვინაიდან ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის აღდგენასა და თვითგაჯანსაღებას ერთდროულად სამ - ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ენერგეტიკულ დონეზე. ამ ყველაფერთან ერთად, პროგრამის დადებით მხარედ ითვლება მისი უბრალოება და ხელმისაწვდომობა.
იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი არიან დიდი ხნით იმყოფებოდნენ ე.წ.“სტატიკურ“ ანუ თითქმის უმოძრაო მდგომარეობაში (კომპიუტერთან მუშაობა, მაგიდასთან ჯდომა, ხანგრძლივი დროით მგზავრობა თვითმფრინავითა თუ ავტოტრანსპორტით და ა.შ.), პროგრამა „ტონუსი“ დაეხმარება, 2-3 დღის ვადაში მოიხსნან კუნთების დაძაბულობა და მოადუნონ სხეული, მოიხსნან სტრესი და გათავისუფლდნენ ნეგატიური ემოციებისაგან, დაისვენონ, აღიდგინონ ენერგეტიკული ბალანსი და შრომისუნარიანობა.
სპეციალური სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების წყალობით, ბევრად უფრო ჩქარა მიმდინარეობს შრომისუნარიანობისა და მეხსიერების სისხარტის აღდგენითი პროცესი. მთლიანობაში, უმჯობესდება შრომისუნარიანობა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის/ორგანოების მდგომარეობა, შინაგანი ორგანოების მუშაობა, ორგანიზმში ირთვება თვითრეგულაციის მექანიზმები. ასეთი კომპლექსური ზემოქმედება, საშუალებას იძლევა ორგანიზმში აღდგეს ენერგეტიკული ბალანსი, ამაღლდეს/გაუმჯობესდეს ფსიქოემოციონალური ფონი, მოწესრიგდეს ძილი და ამაღლდეს სტრესისადმი მედეგობა.

სარელაქსაციო პროგრამა "ტონუსი", არის სტანდარტული პროგრამა "მენეჯერის სინდრომი"/"ქრონიკული დაღლილობის სინდრომი"-ს შემოკლებული ვარიანტი, და გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ დრო აღნიშნული პროგრამით სრულად სარგებლობისათვის და აქტიურად იყენებენ დასვენების დღეებს რელაქსაციისთვის - დაღლილობის მოსახსნელად. პროგრამის ხანგრძლივობაა: 2 დღე-1 ღამე და 3 დღე-2 ღამე. თქვენი სურვილის მიხედვით, პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს 5 - 7 - 10 - 14 ან 21 დღემდე. 

პროგრამის 2 დღიანი კურსი 

კურსი მოიცავს შემდეგ სარელაქსაციო პროცედურებს:
1. ექიმის კონსულტაცია - 1
2. ჰიდრომასაჟი (2 პროცედურა)
3. სამკურნალო-სარელაქსაციო მასაჟი (2 პროცედურა)
4. შხაპი "შარკო" (2 პროცედურა)
5. „ცირკულარული“ შხაპი (2 პროცედურა)
6. პელოიდოთერაპია (2 პროცედურა)
7. კლიმატოთერაპია (1 პროცედურა)

პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ:
• გუნება-განწყობილების ამაღლებას;
• აქტიურობის მომატებას;
• ნევროლოგიური მოვლენების (თავის ტკივილის, აღგზნებადობის, დაღლილობის) შემცირებას;
• მადისა და ძილის გაუმჯობესებას.

2 დღიანი პროგრამის მხოლოდ სარელაქსაციო პროცედურების ღირებულება მათთვის, ვისაც არ სჭირდება სასტუმრო და კვება, არის:

• 186 ლარი. ღირებულებაში შედის: სარელაქსაციო პროგრამა: 6 სახის 11 სარელქასაციო პროცედურა, ხალათი, პირსახოცი, რეზინის ფლოსტები, ერთჯერადი ტრუსი.

2 დღიანი პროგრამის სრული ღირებულება სასტუმრო მომსახურებისა და კვების ჩათვლით არის: 

1 ადამიანზე 266 ლარი. ღირებულებაში შედის: სარელაქსაციო პროგრამა: 6 სახის 11 სარელქასაციო პროცედურა, ხალათი, პირსახოცი, რეზინის ფლოსტები, ერთჯერადი ტრუსი, ერთი ღამისთევა სასტუმრო "ნიკალაში" ერთადგილიან ნომერში, სამჯერადი კვებითა და დამატებითი სადილით გამგზავრების დღეს. სასტუმრო შეიძლება შეიცვალოს, თქვენი სურვილის მიხედვით.
2 ადამიანზე 522 ლარი. ღირებულებაში შედის: სარელაქსაციო პროგრამა: 6 სახის 11 სარელაქსაციო პროცედურა თოთოეულ ადამიანზე, ხალათი, პირსახოცი, რეზინის ფლოსტები, ერთჯერადი ტრუსი, ერთი ღამისთევა სასტუმრო "ნიკალაში" ორადგილიან სტანდარტულ ნომერში, სამჯერადი კვებითა და დამატებითი სადილით გამგზავრების დღეს. სასტუმრო შეიძლება შეიცვალოს, თქვენი სურვილის მიხედვით.

პროგრამის 3 დღიანი კურსი 

კურსი მოიცავს შემდეგ სარელაქსაციო პროცედურებს:
1. ექიმის კონსულტაცია - 1
2. ჰიდრომასაჟი (3 პროცედურა)
3. სამკურნალო-სარელაქსაციო მასაჟი (3 პროცედურა)
4. შხაპი "შარკო" (3 პროცედურა)
5. ცირკულარული შხაპი (3 პროცედურა)
6. პელოიდოთერაპია (3 პროცედურა)
7. კლიმატოთერაპია (2 პროცედურა)

პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ:
• გუნება-განწყობილების ამაღლებას;
• ენერგიისა და აქტიურობის მომატებას;
• ნევროლოგიური მოვლენების (თავის ტკივილის, აღგზნებადობის, დაღლილობის) შემცირებას;
• მადისა და ძილის გაუმჯობესებას.

3 დღიანი პროგრამის მხოლოდ სარელაქსაციო პროცედურების ღირებულება მათთვის, ვისაც არ სჭირდება სასტუმრო და კვება, არის:

• 269 ლარი. ღირებულებაში შედის: სარელაქსაციო პროგრამა: 6 სახის 17 სარელაქსაციო პროცედურა, ხალათი, პირსახოცი, რეზინის ფლოსტები, ერთჯერადი ტრუსი.

3 დღიანი პროგრამის სრული ღირებულება სასტუმრო მომსახურებისა და კვების ჩათვლით არის:
1 ადამიანზე 419 ლარი. ღირებულებაში შედის: სარელაქსაციო პროგრამა: 6 სახის 17 სარელაქსაციო პროცედურა, ხალათი, პირსახოცი, რეზინის ფლოსტები, ერთჯერადი ტრუსი, ორი ღამისთევა სასტუმრო „ნიკალაში“ ერთადგილიან სტანდარტულ ნომერში, სამჯერადი კვებითა და დამატებითი სადილით გამგზავრების დღეს. სასტუმრო შეიძლება შეიცვალოს, თქვენი სურვილის მიხედვით.
2 ადამიანზე 818 ლარი. ღირებულებაში შედის: სარელაქსაციო პროგრამა: 6 სახის 17 სარელაქსაციო პროცედურა თითოეულ ადამიანზე, ხალათი, პირსახოცი, რეზინის ფლოსტები, ერთჯერადი ტრუსი, ორი ღამისთევა სასტუმრო „ნიკალაში“ ორადგილიან სტანდარტულ ნომერში, სამჯერადი კვებითა და დამატებითი სადილით გამგზავრების დღეს. სასტუმრო შეიძლება შეიცვალოს, თქვენი სურვილის მიხედვით.

დაისვენეთ და განიტვირთეთ წყალტუბოში!