განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

რადონოთერაპიის ჩვენებები და უკუჩვენებები

რადონოთერაპიის ჩვენებები და უკუჩვენებები

(ჩვენებები და უკუჩვენებები კურორტ წყალტუბოსთვის)

 

სპეციფიკური უკუჩვენებები რადონოთერეპიისთვის:

1. სხივური დაავადება;
2. ჰიპოთირეოზი;
3. ჰიპოესტოგენია;
4. პროცედურების ინდივიდუალური აუტანლობა.

საერთო უკუჩვენებები, რომელთა დროსაც, აკრძალულია ნებისმიერი ტიპის (სახის) კურორტზე მკურნალობა:

1. ყველა დაავადება მწვავე სტადიაში, ქრონიკული დაავადებები გამწვავების სტადიაში და გართულებული მწვავე ჩირქოვანი პროცესებით.
2. მწვავე ინფექციური დაავადებები იზოლაციის ვადის დასრულებამდე.
3. ყველა ვენერიული დაავადება მწვავე და გადამდები ფორმით.
4. ფსიქიკური დაავადებები. ნარკომანიის ყველა ფორმა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ეპილეპსია.
5. სისხლის ყველა დაავადება მწვავე სტადიაში და გართულების სტადიაში.
6. ნებისმიერი წარმოშობის კახექსია.
7. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
8. ხშირადგანმეორებადი დ აუხვი სისხლდენა.
9. ყველა ვადის ორსულობა – ბალნეოლოგიურ და ტალახის კურორტებზე, ხოლო კლიმატურ კურორტებზე, 26-ეკვირიდან დაწყებული.
გარდა ამისა, ორსულობის ყველა ვადაში არ შეიძლება ორსულთა გაგზავნა კურორტებსა და სანატორიუმებში:
ა) ბალნეო-ტალახითმკურნალობისათვის - გინეკოლოგიური დაავადებებისას;
ბ) რადონული აბაზანებით მკურნალობისათვის - ექსტრაგენიტალური დაავადებებისას;
გ) ვაკე ადგილების მცხოვრებთა ზღვის დონდან 1000 მ-ზე მაღალ სიმაღლეზე განლაგებულ მთიან კურორტებზე.
10. ტუბერკულოზის ყველა ფორმა აქტიურ სტადიაში – არატუბერკულოზური პროფილის ნებისმიერი კურორტებისა და სანატორიუმებისათვის.

ჩვენებები რადონოთერაპიისთვის

(ჩვენებები კურორტ წყალტუბოსთვის)

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის (სისხლის მიმოქცევის) დაავადებები

1. რევმატიული ენდომიოკარდიტი, გახანგრძლივებული ან ლატენტური მიმდინარეობის პირველადი ან მეორადი ენდომიოკარდიტი, გულის სარქველური მანკის ფონზე პროცესის აქტივობის მინიმალური (I) ხარისხით ან მის გარეშე სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობისას, მწვავე მოვლენების დასრულებიდან 6-8 თვის შემდეგ, პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე.
2. მიტრალური სარქველის დაავადებები: ა) გულის მანკი- მიტრალური სარქველის უკმარისობა, პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე, სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობის კომპენსაციის მდგომარეობისას; ბ) გულის შეთავსებული მიტრალური მანკი მიტრალური მანკის უკმარისობის სიჭარბით, პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე- სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობის ან კომპენსაციის მდგომარეობის დროს; გ) გულის შეთავსებული მიტრალური მანკი მარცხენა ანტრიოვენტრიკულური ღიობის სტენოზის სიჭარბით, პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე - სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობის ან კომპენსაციის მდგომარეობის დროს; დ) მიტრალური კომისუროტომიის შემდგომი მდგომარეობა ოპერაციიდან 6-8 თვის შემდეგ რევმატული პროცესის აქტივობის არარსებობისას სისხლის მიმოქცევის I სტადიის უკმარისობის ან კომპენსაციის დროს გულის რითმის დარღვევის გარეშე;
3. მიოკარდიტი, გადატანილი ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტის შემდგომი მდგომარეობა, მწვავე და ქვემწვავე მოვლენების დასრულებისას, სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობის ან კომპენსაციის მდგომარეობის დროს მწვავე მოვლენების 6-8 თვის დამთავრების შემდეგ.
4. სტენოკარდია: ა) მნიშვნელოვან ფიზიკურ დატვირთვებზე (I და II ფუნქციონალური კლასები) სტენოკარდიის იშვიათი (1-2 ჯერ კვირაში) შეტევები, სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობით, დაავადების ხანგრძლივი სტაბილური მიმდინარეობის დროს გულის რითმის და გამტარობის დარღვევის გარეშე.
5. ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი სტენოკარდიის გარეშე, სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობით, დაავადების ხანგრძლივი სტაბილური მიმდინარეობის დროს გულის რითმის და გამტარობის დარღვევის გარეშე.
6. ჰიპერტონული დაავადება: 1) კეთილთვისებიანი მიმდინარეობის I სტადიის ჰიპერტონული დაავადება, ხშირი ჰიპერტონული კრიზების გარეშე, გულის რითმის და გამტარობის პროგნოზული არაკეთილსასურველი დარღვევების გარეშე; 2) კეთილთვისებიანი მიმდინარეობის II A სტადიის ჰიპერტონული დაავადება, ხშირი ჰიპერტონული კრიზების გარეშე, გულის რითმის და გამტარობის პროგნოზული არაკეთილსასურველი დარღვევების გარეშე (დასაშვებია სინუსური არითმიის, ერთეული ექსტრასისტოლების არსებობა) სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობის დროს.
7. ჰიპოტონია. ჰიპოტონული დაავადება (ესენციალური ჰიპოტონია).
8. ნევროზები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის უპირატესი დარღვევით, ზომიერად გამომჟღავნებული ზოგადნევროტიკული სინდრომებით.
9. კარდიომიოპათია. კარდიომიოპათია გულის კუნთის გადაძაბვის გამო, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული, ტოქსიკური ან ინფექციური წარმოშობის, სისხლის მიმოქცევის არაუმეტეს I სტადიის უკმარისობის დროს.
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები
10. კიდურების არტერიათა ათეროსკლეროზი: კიდურების არტერიათა მაობლიტირებული ათეროსკლეროზი (წყლულების, განგრენის გარეშე) პერიფერიულ სისხლძარღვებზე ოპერციის შემდეგ (ოპერაციიდან 6-8 კვირის შემდეგ).
11. მაობლიტირებული ტრომბანგიტი (ბიურგერის დაავადება), მაობლიტირებული ენდარტერიიტი ქვედა კიდურების I და II ხარისხის სისხლისმიმოქცევის დარღვევით მდგრადი რემისიის პერიოდში.
12. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება: ქრონიკული ვენოზური უკმარისობა ვენების ვარიკოზული გაგანიერების ნიადაგზე.
13. ფლებიტი, ქვედა კიდურების ტრომბოფლებიტი: ქვედა კიდურების ფლებიტის, ტრომბოფლებიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენები: ა) ღრმა ვენების ტრომბოფლებიტების (ტრომბოფლებიტის შემდგომი სინდრომი) არა უადრეს 4 თვის შემდეგ და ზედაპირულისა 2 თვის შემდეგ მწვავე ან ქვემწვავე მოვლენების დამთავრებიდან; ბ) ტრომბოფლებიტის შემდგომი ვენოზური უკმარისობით, რომელსაც თან ახლავს წვივის კანის (ტროპიკული ცვლილებები ინფილტრატები, ვარიკოზული წყლულები). 
უკუჩვენებები
1. რევმატული ენდომიოკარდიტი აქტიურ ფაზაში (აქტივობის II, III ხარისხი).
2. აბრამოვ-ფიდლერის ტიპის და სიმძიმით მასთან მიახლოვებული მიოკარდიტები.
3. მაობლიტირებული ტრომბანგიტი (ენდარტერიიტი) მიდრეკილებით გენერალიზაციისკენ, ახალი დაწყლულებების, განგრენის არსებობისას.
4. ტრომბოემბოლიური დაავადება.
5. ტრომბოფლებიტი 1-2 წლის განმავლობაში სეპტიკური პროცესის ლიკვიდაციის შემდეგ.

ნერვული სისტემის დაავადებები

პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები
1. სამწვერა ნერვის ნევრალგია იშვიათი შეტევებით.
2. სახის ნერვის ნევრიტი და ნეიროპათია (დაავადების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ და მოგვიანებით).
3. გავა-წელის წნულის დაზიანება, კისრის, გულმკერდის, გავა-წელის ფესვების ანთებითი ხასიათის დაზიანება. მხარის წნულის დაზიანება (დაზიანებიდან 2 თვის და მეტის შემდეგ).
4. შუა ნერვის, იდაყვის და სხივური ნერვების დაზიანება. გვირაბული სინდრომები.
5. საჯდომის, ბარძაყის, მცირე კანჭის, დიდი კანჭის ნერვების დაზიანება. გვირაბული სინდრომები.
6. პოლინევროპათია ინტოქსიკაციის, ტოქსიკოინტოქსიკაციის, დიაბეტის, B კომპლექსის ვიტამინების უკმარისობის, ალერგიის დროს.
7. მალთაშუა დისკოების დაავადებები: კისერ-თავისქალას სინდრომი (უკანა კისრის სიმპატიკური სინდრომი) განპირობებული ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოხონდროზით.
8. კისრის მალთაშუა დისკოების დეგენერაცია: ნეიროდისტროფიული, ფესვური სინდრომები, მხარბეჭის პერიართროზი.
9. წელის მალთაშუა დისკოების დეგენერაცია: ლუმბალგია, კუნთ-ტონიკური, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი ლუმბალგია, ლუმბოიშალგია.
10. მიელოპათიის გარეშე მალთაშუა დისკოების გადახრა: დისკოგენური გავა-წელის რადიკულიტი.
11. ლამინექტომიის შემდგომი სინდრომი. დისკოს თიაქარის ამოკვეთის შემდგომი მდგომარეობა: ლუმბოიშიალგია, ლუმბალგია, გავა-წელის რადიკულიტი. ლამინექტომიის ოპერაციის შემდგომ 3 თვის შემდეგ.
12. ნერვული ფესვებისა და წნულების, ზურგის ტვინის ნერვების, მხრის სარტყელისა და ზედა კიდურების პერიფერიული ნერვების, მენჯის სარტყელისა და ქვედა კიდურების ტრავმები.
13. ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებები: ვეგეტატიური პოლინევროპათიები, სოლიარიტები, სიმპატოგანგლიონიტები მწვავე პერიოდის დამთავრების შემდეგ.
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები
14. თავის ტვინის არაქნოიდიტი, ლეპტომენინგიტი: ცერებრალური არაქნოიდიტი რემისიის სტადიაში დაავადების დაწყებიდან 3-6 თვის შემდეგ.
15. ენცეფალიტი, მიელიტი და ენცეფალომიელიტი: გადატანილი ტკიპის, გრიპის შემდგომი, ვაქცინალური, რევმატიული და სხვა ფორმების ენცეფალიტის ნარჩენი მოვლენები მწვავე პერიოდის დამთავრებისას - დაავადებიდან არა უადრეს 4 თვის შემდეგ.
16. მწვავე პოლიომიელიტის შორეული შედეგები აღდგენით და რეზიდუალურ პერიოდებში, აგრეთვე ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ (დაავადებიდან 3-6 თვის შემდეგ).
17. კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ზურგის ტვინის ექსტრამედულარული კეთილთვისებიანი სიმსივნეების: ნევრინომების, არაქნოიდენდოტელიონების ტოტალური ამოკვეთის შედეგები, არა უადრეს 4 თვისა ოპერაციის შემდეგ.
18. ხერხემლის მოტეხილობა ზურგის ტვინის დაზიანებით: ჰემატომიელიით, რაშის კუდის დაზიანებით, ზურგის ტვინის შერყევით, მსუბუქი ტეტრა- და პარაპარეზებით დას ხვ. თვითმომსახურების, გადაადგილების შეზღუდვისა და მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევის გარეშე. ტრავმის შემდგომ 4 თვის შემდეგ.
19. ცენტრალური ნერვული სისტემის სიფილისი; ზურგის ტვინის ტაბესი გამოხატული ატაქსიის და კახექსიის გარეშე.
20. ქალასშიდა ტრავმის შორეული შედეგები. თავის ტვინის ტრავმები: თავის ტვინის დახურული (4 თვის შემდეგ) და ღია(5-6 თვის შემდეგ) ტრავმების შედეგები.

ცერებროვასკულარული დაავადებები

21. ცერებრალური ათეროსკლეროზი: ა) სისხლის მიმოქცევის დარღვევის გარეშე; ბ) I B და II A სტადიების ჰიპერტონულ დაავადებებთან შეთავსებით, ჰიპერტონული ენცეფალოპათია უხეში ფსიქოპათოლოგიური დარღვევების გარეშე.
22. ტრანზიტორული იშემიური შეტევა, 3-4 თვის შემდეგ.
23. სისხლძარღვების მიელოპათია მწვავე პერიოდიდან 4 თვის შემდეგ.
ნერვული სისტემის ფუნქციონალური და სხვა დაავადებები
24. ნერვული აშლილობები: ა) ნევრასთენია – ჰიპერ- და ჰიპოსტენიური ფორმები, გამაღიზიანებელი სისუსტე, ნევროზები, ასთენიური და ნევროზისმაგვარი მდგომარეობები; ბ) ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისფუნქცია განპირობებული ინფექციით, ინტოქსიკაციით, ტრავმით, ენდოკრინული დარღვევებით.
25. I-III სტადიის რეინოს დაავადება და განგლიონარული, ვიბრაციული და სხვა წარმოშობის რეინოს სინდრომები.
26. ნერვულ-კუნთოვანი დაავადებები: პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია. ერბა-როტის იუვენილური ფორმა, ლანდუზი-დეჟერინის მხარ-ბეჭ-სახის იუვენილური ფორმა და სხვა სახის მიოპათიები. კუგელბერგ- ველანდერის სპინალური ამიოტროფია. შარკო-მარის ნევრალური ამიოტროფია.
უკუჩვენებები
1. ნერვული სისტემის დაავადებები ავადმყოფობის მწვავე პერიოდში, აგრეთვე თანდართული მამოძრავებელ სფეროში მკვეთრი დარღვევებით (დამოუკიდებლად გადაადგილების დამაბრკოლებელი დამბლებით) და მენჯის ორგანოების ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევებით (გარდა იმ ავადმყოფებისა, რომლებიც იგზავნებიან ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმებისა და დაავადებების სამკურნალო სანატორიუმებში).
2. ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი.
3. სირინგობულბია, სირინგომიელია, პარკინსონიზმი, პროგრედიენტული მიმდინარეობის გაფანტული სკლეროზი მამოძრავებელი დარღვევებით, რომლებიც აბრკოლებენ დამოუკიდებელ გადაადგილებას და თვითმომსახურებას.
4. ზურგის ტვინის ტრავმებისა და დაავადებების შედეგები:
ა) ზურგის ტვინის სრული წყვეტა;
ბ) ტრავმული გამოფიტვა;
გ) შარდის მწვავე ან ქრონიკული შეკავება, რომელიც მოითხოვს შარდის ბუშტის მუდმივ კათეტერიზაციას;
დ) ქრონიკული ოსტეომიელიტი, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ მკურნალობას;
ე) ქრონიკული პიელონეფრიტი თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული სხვადასხვაგვარი წარმოშობის დარღვევებით;
ვ) უროსეფსისი;
ზ) ნარკომანია.
5. ნერვული სისტემის დაავადებები ფსიქიკის დარღვევით.
6. ზურგის ტვინის ტაბესი მხედველობითი ნერვის ატაქსიის, კახექსიის, ატროფიის მოვლენებით.
7. თავის ქალას მძიმე ტრავმების შედეგები მამოძრავებელი ფუნქციების მნიშვნელოვანი ამავარდნებით ეპილეპტიფორმული შეტევებით, ფსიქიკური დარღვევებით.
8. ფსიქოპათიები, ფსიქოზები, მძიმე იპოქონდრიული, დეპრესიული, აკვიატებული და სხვა ფსიქოპათიური მდგომარეობები.
9. ეპილეფსია.
10. ნერვული სისტემის სიმსივნეები.
11. არაქნოიდიტი - ადგეზიურ-კისტოზური ფორმა, აგრეთვე ფორმები ეპილეპტიკური შეტევებით.

საყრდენ-მამოძრავებელი (ძვალ-კუნთოვანი) სისტემის დაავადებები 

არატუბერკულოზული წარმოშობის ართრიტები და პოლიართრიტები
1. გადატანილი რევმატიული პოლიართრიტის შედეგები: გულის მხრიდან მწვავე და ქვემწვავე მოვლენების დამთავრებიდან არა უადრეს 8-10 თვისა და არაუმეტეს I ხარისხის გულის უკმარისობის მოვლენების დროს.
2. რევმატოიდული პოლიართრიტი: რევმატოიდული ართრიტი, უპირატესად სახსარ და კლინიკო-კომბინირებული ფორმები არააქტიურ ფაზაში პროცესის მინიმალური და საშუალო აქტივობით, ავადმყოფის თვითმომსახურების შესაძლებლობისას.
3. გარკვეული ეტიოლოგიის ინფექციური პოლიართრიტი; ბრუცელოზული, სუსუნატური, ტიფის შემდგომი, გრიპის შემდგომი და სხვ. არა უმეტეს II ხარისხის პროცესის აქტივობის არსებობის დროს.
შენიშვნა: ბრუცელოზური ეტიოლოგიის ქრონიკული პოლიართრიტის დროს საკურორტო მკურნალობა ნაჩვენებია ბრუცელოზის ციებ-ცხელების გამომჟღავნების არარსებობისას უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში.
4. ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი: დეფორმირებადი ოსტეოეართროზი, დისტროფიკული მეორადი სინოვიტითა და მის გარეშე.
5. ტრავმული წარმოშობის ართრიტი.
6. სპონდილოზი, სპონდილოართროზი ხერხემლის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვის გარეშე.
7. ხერხემლის ოსტეოქონდროზი მეორადი ნევროლოგიური აშლილობებით და მათ გარეშე, ავადმყოფის დამოუკიდბლად გადაადგილების შემთხვევაში.
8. მაანკილოზირებადი სპონდილოართრიტი (ბეხტერევ-შტრიუმპელ-მარის დაავადება), ხერხემლის რევმატოიდომაგვარი ართრიტი.
9. ქრონიკული ინფექციური (არატუბერკულოზული) სპონდილიტი.
10. მალთაშუა ოსტეოქონდრიტი და მალის სხეულის ოსტეომიელიტი.
11. ტრავმული ქრონიკული სპონდილოპათია.
12. სხეულის ძვლების და კიდურების მოტეხილობის შედეგები შენელებული კონსოლიდაციით ან მტკივნეული ძვლის კოჟრით.
13. ქრონიკული სინოვიტები და ბურსიტები, ტენდოვაგინიტები.
14. მიოზიტი, ნეირომიოზიტი.
15. ინფექციური, ტოქსიკური, პროფესიული წარმოშობის ფიბროზიტი, მიალგია.
16. ეპიკონდილიტი, სტილოიდიტი ვეგეტატიური ნერვული სისტემის გადაძაბვისა და ტონუსის შეცვლის შედეგად.
17. სახსართა კონტრაქტურა და დიუპიუიტრენის კონტრაქტურა.
18. ქრონიკული ოსტეომიელიტი: ა) ჰემატოგენური ქრონიკული ოსტეომიელიტი (ტუბერკულოზურის გარდა), ფისტულოზური (მარეციდივებელი მიმდინარეობით, რომელიც არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას ან მის შემდეგ); ბ) ქრონიკული ცეცხლსასროლი ოსტეომიელიტი; გ) ძვლების მოტეხილობის შემდგომი ოსტეომიელიტი სეკვესტრის გარეშე.
19. მტევნის და თითების ტრავმული ამპუტაცია (ოპერაციის შემდგომ 3-4 თვის შემდეგ).
20. დამწვრობის შედეგები: დამწვრობის შემდგომი კონტრაქტურები, მათ შორის რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდეგ.
21. ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების გამო გამოწვევული კანის ქრონიკული წყლული.

ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები 

1. ქრონიკული სალპინგიტი, ოოფორიტი რემისიის პერიოდში, უკანასკნელი გამწვავებიდან 2 თვის შემდეგ.
2. ქრონიკული პარამეტრიტი რემისიის პერიოდში, მწვავე პროცესის დამთავრებიდან 4-6 კვირის შემდეგ.
შენიშვნა: ამ დაავადების გამო, 40 წელზე უფროსი ასაკის ქალთა სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს ონკოლოგის კონსულტაციას.
3. მენჯის პერიტონეალური ნაწიბურები.
4. ენდომიომეტრიტი, მეტრიტი.
5. საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა – რეტროვერზია: რეტროფლექსია (რეტროდევიაცია).
6. ინფანტილიზმი (გენიტალური). საშვილოსნოს ჰიპოპლაზია.
7. საკვერცხეების დისფუნქცია.
8. მენსტრუალური ფუნქციის მოშლილობა. მეორადი ამენორეა.
9. მწირი და იშვიათი მენსტრუაციები.
10. ხშირი და მეტისმეტად უხვი მენსტრუაციები (პოლიმენორეა, ჰიპერმენორეა).
11. არარეგულარული მენსტრუაციები.
12. მენოპაუზის სიმპტომები.
13. ხელოვნურად გამოწვეულ ან ნაადრევ მენოპაუზასთან დაკავშირებული მდგომარეობა.
14. ქალთა უნაყოფობა: 1) მილების გამტარიანობის მოშლა; 2) ფუნქციონალური უნაყოფობა.
15. ქირურგიული ჩარევის შემდგომი გართულებები: ინფილტრატი საშვილოსნოზე, მილებზე, საკვერცხეებზე ოპერაციის შემდეგ, გადიდების ნიშნების გარეშე.

უკუჩვენებები
1. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და ეჭვი მათ არსებობაზე.
2. აბორტის შემდგომი პერიოდი (პირველ მენსტრუაციამდე).
3. სათბური – ტალახის(პელოიდოთერაპია)- და ბალნეომკურნალობა უკუნაჩვენებია:
ა) საშვილოსნოს სისხლმდენი ეროზიის დროს;
ბ) საშვილოსნოს ყელის პოლიპეპის დროს;
გ) საშვილოსნოს სისხლდენით გამოწვევული დაავადებების დროს;
დ) საკვერცხეების კისტომის და კისტის დროს;
ე) საშვილოსნოს მიომის, ენდომეტრიოზის და მასტოპათიის დროს;
ვ) ბუშტ-ნაწლავ-საშოს ფისტულის დროს (დუგლასის ფოსოს ფისტულის დროს);
ზ) ქალის სასქესო ორგანოების კიბოსწინა დაავადებების, აგრეთვე ავთვისებიანი სიმსივნეების გამო ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის დროს.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და ენდოკრინული სისტემის დაავადებები 

1. სიმსუქნე: პირველადი, ალიმენტარულ-კონსტიტუციონალური I-III ხარისხის, სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაციის მოვლენათა გარეშე.
2. შაქრიანი დიაბეტი: ლატენტური, მსუბუქი და საშუალო ხარისხის.
3. ნიკრისის ქარი (პოდაგრა).
4. პირველადი და მეორადი გენეზის მსუბუქი ხარისხის ტირეოტოქსიკოზი.
უკუჩვენებები
1. პირველადი ნეიროენდოკრინული (ჰიპოტალამო-ჰიპოფიზარული) სიმსუქნე, მეორადი ცერებრალური, ენდოკრინული ორგანული გენეზის სიმსუქნე და IV ხარისხის სიმსუქნის ნებისმიერი ფორმები II A ხარისხის ზემოთ სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს.
2. მძიმე ხარისხის შაქრიანი დიაბეტი კეტოაციდოზით გამოწვეული გამოფიტვით.
3. მძიმე ხარისხის ტირეოტოქსიკოზი.

კანის დაავადებები 

1. ფსორიაზი
2. ნეიროდერმიტი
3. ბღერი
4. ჭინჭრის ციება
5. წითელი ბრტყელი სირსველი
6. ეკზემა
7. სკლეროდერმია: ა) არააქტიური სტადიის; ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებით.
8. მემკვიდრეობითი კერატოზები, იხტიოზი, კერატოდერმია, თმის სირსველი
9. ფერიმჭამელებიანი გამონაყარი
10. თმის დაავადებები: სიმელოტე, გამელოტება
ზოგადი შენიშვნა: გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში გამწვავებული კანის დაავადებათა დროს, ავადმყოფები უნდა გაიგზავნონ სანატორიულ-საკურორტო მკურნალობაზე შემოდგომა-ზამთრის თვეებში, ხოლო შემოდგომა- ზამთრის პერიოდში გამწვავების დროს - გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში.

უკუჩვენებები
1. კანის ყველა დაავადება მწვავე და ქვემწვავე სტადიებში.
2. ბუშტუკოვანი დერმატოზები.
3. თავის თმიანი ნაწილის, გლუვი კანის, ფრჩხილების სოკოვანი დაავადებები.
4. კანის პარაზიტარული დაავადებები
5. კანის ჩირქოვანი დაავადებები
6. კანის რეტიკულეზები (ჰემოდერმია)
7. წითელი მგლურა, ფოტოდერმატოზები, ნაგვიანევი კანის პორფირია, პიგმენტური ქსეროდერმა.

უროლოგიური დაავადებები

1. პროსტატიტი, ქრონიკული არატუბერკულოზური ვეზიკულიტი რემისიის სტადიაში, შემოფარგლული ინფილტრატით, ურეთრის სტრუქტურის გარეშე.