განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

წყალტუბოში მკურნალობის შესახებ

ინფორმაცია წყალტუბოში მკურნალობის შესახებ

სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის პირობებში, მიუხედავად სამკურნალო კომპლექსების/პროგრამების მრავალფეროვნებისა, ყოველ დამსვენებელს/პაციენტს, აუცილებლად ენიშნება ინდივიდუალური მკურნალობა, რომელიც ორგანიზმის სხვადასხავა ფუნქციონალური სისტემების შესაბამისია, დაავადებების ამა თუ იმ ფორმებისა და სტადიების დროს, ასევე შესაბამისია ორგანიზმის საერთო მდგომარეობისა. 

** სასურველია, დამსვენებელმა/პაციენტმა თან იქონიოს სანატორიულ-საკურორტო რუკა (გაიცემა პოლიკლინიკების მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).
*** წყალტუბოში, წყლის აბსოლუტურად ყველა პროცედურა ტარდება რადონულ-მინერალურ წყალში.
ყურადღება! სამედიცინო გამოკვლევა, დამსვენებელმა/პაციენტმა უნდა ჩაიტაროს წინასწარ (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და გამოკვლევის მასალები თან უნდა იქონიოს კურორტზე გამომგზავრებისას.
**** ორთოპედიული პათოლოგიისას, ან ხერხემლის დაავადების შემთხვევაში, რეკომენდირებულია იქონიოთ მაგნიტო-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის მასალები.
„ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებში („წყარო №6“ და „წყარო №1“), დამუშავებულია და წარმატებით გამოიყენება, სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალო კომპლექსური სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროგრამები. როგორც წესი, ეს პროგრამები მუშავდება, ექიმისა და პქციენტის კონსულტაციების დროს, დამსვენებლის/პაციენტის ინდივიდუალური მგომარეობისა და დაავადების მიმდინარეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სამედიცინო გამოკვლევების მონაცემებსა და ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით. პროგრამები, გათვლილია დამსვენებლის/პაციენტის კურორტზე ხანგრძლივი დროით ყოფნაზე (10-21 დღე), რადგანაც შეიცავენ დიდი რაოდენობით სამკუნალო პროცედურებს.
სამკურნალო პროგრამების ღირებულება, დგინდება ადგილზე მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო პროცედურების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. თავის მხრივ, სამკურნალო პროცედურების სახეობები და რაოდენობა დგინდება, დამსვენებლის/პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის, ასაკის, თანამდევი დაავადებებისა და ძირითადი დაავადების მიმდინარეობის სპეციფიკის მიხედვით.

წყალტუბოს მინერალური-რადონული წყალი გამოიყენება შემდეგ დაავადებების სამკურნალოდ:

1. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ართროზები, ართრიტები, დისკოგენური რადიკულიტები და სხვა.)
2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (პოსტინფარქტული მდგომარეობა, შუნტირების შემდგომი პერიოდი, ჰიპერტენზია და სხვა)
3. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევროზი, ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნევრიტი და ნეიროპათიები და სხვა)
4. გინეკოლოგიური დაავადებები (ანთებითი პროცესები, უნაყოფობა და სხვა)
5. უროლოგიური დაავადებები (ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია)
6. კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა)
7. ენდოკრინული სისტემის დაავადებები (დიფუზური ჩიყვი, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი ფორმები და სხვა).

კურორტ წყალტუბოში მკურნალობის თავისებურებანი

 სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრები, მეორენაირად მათ კიდევ წყაროებს უწოდებენ - არიან მინერალური წყლებით სამკურნალო ბალნეოლოგიური დაწესებულებები - ანუ წყლებით სამკურნალოები და არა სასტუმროები. ანუ იქ - სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებში (წყაროებში), ხდება წყალტუბოში ჩამოსული აბსოლუტურად ყველა დამსვენებლის წყლებითა და სხვა სამედიცინო პროცედურებით მკურნალობა, მაგრამ იქ არ არის და არც არასდროს არ ყოფილა დამსვენებელთა ღამისთევის/განთავსების საშუალებები. აუცილებელია იცოდეთ, რომ კურორტ წყალტუბოში, ეს ადრეც ასე იყო და ასე არის ახლაც - ანუ, სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში (წყაროებში) დამსვენებლები არასდროს არ ცხოვრობდნენ და არც ახლა ცხოვრობენ. დამსვენებლები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სასტუმროებში (ადრე სანატორიუმებში) ან ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში/ბინებში და სამკურნალოდ დადიოდნენ და ახლაც დადიან სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში - წყაროებში. ყოველივე ეს ასე იმიტომ არის ოგანიზებული, რომ წყალტუბოს სამკურნალო წყლის შორ მანძილზე გადატუმბვა ან ტრანსპორტირება შეუძლებელია, ვინაიდან 3-4 წუთში, წყალი თითქმის სრულად კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს და რათქმაუნდა ტემპერატურასაც. ამიტომაცაა, რომ კურორტ წყალტუბოში, წყლის ყველა სახის სამკურნალო პროცედურა, აუცილებლად ტარდება მუდმივად შემომდინარე და გამდინარე/გადამდინარე - ახალ მინერალურ წყალში, შესაბამისად, მინერალურ წყალს დამსვენებლები მოიხმარენ, მიწის ზედაპირზე მისი გადმოდინების ადგილზე, ანუ მხოლოდდამხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში - წყაროებში და არა სასტუმროებში. სასტუმროებში მინერალური-სამკურნალო წყალი არ არის.