განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

ვიტა გარდენია 3* სასტუმრო

სასტუმრო „ვიტა გარდენია“ 3*

უახლესი, ოთხსართულიანი მყუდრო სასტუმრო “ვიტა გარდენია” 3*, მდებარეობს კურორტ წყალტუბოში. ის გთავაზობთ, 12 სტანდარტულ ოთახს გათვლილს 1-2 და 3 პერსონაზე. სასტუმროს ტერიტორია არის ულამაზესი მარადმწვანე პარკი. ყველა ნომერშია: აივანი, აბაზანა-ტუალეტი პირსახოცებით, სააბაზანო ხალათებითა და ერთჯერადი სააბაზანო ჰიგიენური აქსესუარებით, კონდიციონერი, მაცივრი, ტელევიზორი სატელიტური არხებით. სასტუმროში არის: სასადილო, გარე აუზი, ტერასა, ბუხარი-სამწვადე, უფასო პარკინგი, უფასო Wi-Fi. სასტუმროს აქვს 30 ადგილიანი აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი.

სასტუმროდან, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრ „ბალნეოკურორტი წყალტუბო“-მდე (№6 წყარო - „სტალინის აბაზანა“), ფეხით 20-25 წუთამდე სავლელია ულამაზესი პარკის გავლით, ხოლო ტრანსპორტით - 2 წუთი.
სასტუმრო გააჩნია აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც საუკეთესო ადგილია საქმიანი შეხვედრებისა და ტრენინგებისათვის.

ოთახის კატეგორია

კვების გარეშე

საუზმით

სამჯერადი კვებით

ერთადგილიანი სტანდარტული

60 ლარი

70 ლარი

100 ლარი

ორადგილიანი სტანდარტული

70 ლარი

90 ლარი

150 ლარი

სამადგილიანი სტანდარტული

140 ლარი

170 ლარი

200 ლარი

 დამატებითი ლოგინი ბავშვისთვის საუზმით:

  • 0-5 წლამდე - უფასო;
  • 6-12 წლამდე - 25 ლარი;
  • მოზარდი 13 წლის და ზემოთ - 40 ლარი.

დამატებითი ლოგინი ბავშვისთვის ორჯერადი კვებით:

  • 0-5 წლამდე - უფასო;
  • 6-12 წლამდე - 40 ლარი;
  • მოზარდი 13 წლის და ზემოთ - 60 ლარი.