განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

ბინა ოროთახიანი ''ჭავჭავაძის №8/4''

ოროთახიანი ბინა „ჭავჭავაძის 8/4“

ბინა მდებარეობს წყალტუბოში, ქალაქის ერთერთ ცენტრალურ - ჭავჭავაძის ქუჩაზე, ექვსსართულიანი სახლის მაღალ პირველ სართულზე. ბინაში არის: ორადგილიანი საძინებელი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულო-სასადილო ოთახი, აბაზანა-ტუალეტი, დიდი აივანი, მუდმივი ცივი და ცხელი წყალი, გაზქურა, მაცივარი, საჭირო ჭურჭელი, LED ტელევიზორი, კონდიციონერი.

ბინა ქირავდება დღიურად. ბინაში შესაძლებელია განთავსდეს სამი ადამიანი, 2 საძინებელში და 1 სასტუმრო ოთახში დივანზე.

ბინიდან 50 მეტრის მანძილზეა: მაღაზიები, სილამაზის სალონი, ტაქსების სადგომი.

ბინის დღიური ფასია:

განთავსების ტიპი

მაისი - ოქტომბერი

 ნოემბერი - აპრილი

1

ერთი ადამიანი

70 ლარი

80 ლარი

2

ორი ადამიანი

75 ლარი

90 ლარი

3

სამი ადამიანი

90 ლარი

110 ლარი

ბინიდან, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრ №6 წყარო - „სტალინის აბაზანამდე“, ფეხით 15 წუთამდე სავლელია ულამაზესი პარკის გავლით, ხოლო ტრანსპორტით - 2 წუთი.