განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

ბინა სამოთახიანი №2

სამოთახიანი ბინა №2

ბინა მდებარეობს წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩის მე-2 შესახვევში, სამსართულიანი სახლის პირველ (მაღალ) სართულზე. ბინის ფართია 88 კვ.მ. ბინაში არის: 3 ორადგილიანი საძინებელი, მისაღები, სასდილო და სამზარეულო - სამივე ერთ საერთო სივრცეშია განთავსებული, აბაზანა-ტუალეტი, ჰიგიენური საშუალებები და ჩუსტები, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი საერთო სივრცეში, WiFi-ინტერნეტი, 2 კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა. ბინაში არის ყველა საჭირო ნივთი, მუდმივი ცხელი და ცივი წყალი. ბინა უზრუნველყოფილია საწოლის თეთრეულითა და პირსახოცებით. ბინას ასევე გააჩნია, პატარა, კეთილმოწყობილი მყუდრო ეზო - 50 კვ.მ. ბინასთან ახლოს არის: ქსელური სუპერმარკეტები, საცხობი, სილამაზის სალონი და ტყე.
ბინა ქირავდება დღიურად და მასში თავსდება 6 ადამიანი. ასევე შესძლებელია, დამატებით 2 ადამიანის განთავსება საერთო სივრცეში: 1 დივანზე, და 1 დამატებით გასაშლელ საწოლზე.
ბინა ქირავდება მთლიანად და მისი დღიური ფასია, 240 ლარი 1-6 ადამიანზე.

ბინაში შესაძლებელია, დამატებით 2 ადამიანის (ანუ, საერთო ჯამში 8 ადამიანის) განთავსება, რაც ეღირება დამატებით 80 ლარი, ანუ 240+80=320 ლარი. 

*ბინის დაგვა-დასუფთავებას ახდენს თავად სტუმარი (შესაძლებელია დაგვა დასუფთავება შეუკვეთოთ დამატებით ფასად).

ბინიდან, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრ №6 წყარომდ ემანძილი, 15 წუთამდე სავლელია ულამაზესი პარკის გავლით, ხოლო ტრანსპორტით - 2- 3 წუთი.