განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

ბინა ოროთახიანი ''ჭავჭავაძის №8/4''

ოროთახიანი ბინა „ჭავჭავაძის 8/4“

ბინა მდებარეობს წყალტუბოში, ქალაქის ერთერთ ცენტრალურ - ჭავჭავაძის ქუჩაზე, ექვსსართულიანი სახლის მაღალ პირველ სართულზე. ბინაში არის: ორადგილიანი საძინებელი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულო-სასადილო ოთახი, აბაზანა-ტუალეტი, დიდი აივანი, მუდმივი ცივი და ცხელი წყალი, გაზქურა, მაცივარი, საჭირო ჭურჭელი, LED ტელევიზორი, კონდიციონერი.

ბინა ქირავდება დღიურად. ბინაში შესაძლებელია განთავსდეს სამი ადამიანი, 2 საძინებელში და 1 სასტუმრო ოთახში დივანზე.

ბინიდან 50 მეტრის მანძილზეა: მაღაზიები, სილამაზის სალონი, ტაქსების სადგომი.

ბინის დღიური ფასია:

  • ერთ ადამიანზე - 50 ლარი;
  • ორ ადამიანზე - 60 ლარი;
  • სამ ადამიანზე - 75 ლარი.

ბინიდან, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრ „ბალნეოკურორტი წყალტუბო“-მდე (№6 წყარო - „სტალინის აბაზანა“), ფეხით 15 წუთამდე სავლელია ულამაზესი პარკის გავლით, ხოლო ტრანსპორტით - 2 წუთი.