წყალტუბო პლაზა 4*

სასტუმრო წყალტუბო პლაზა 4*

სასტურმო „წყალტუბო პლაზა“ 4*, გთავაზობთ თანამედროვე, კეთილმოწყობილ გარემოსა და სანიმუშო სერვისს. 

სასტუმრო მდებარეობს ქალაქ წყალტუბოს ცენტრში, მთავარ მოედანზე.

სასტუმრო გთავაზობთ, 5 ტიპის 76 ნომერს, როგორც სტანდარტულს, ასევე აპარტამნეტს. სასტუმრო „წყალტუბო პლაზას“ პრიორიტეტია არის, მაღალი ხარისხის მომსახურება და სტუმრის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება.

სასტუმროდან, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრ „ბალნეოკურორტი წყალტუბო“-მდე (№6 წყარო - „სტალინის აბაზანა“), ფეხით 8-10 წუთამდე სავლელია ულამაზესი პარკის გავლით, ხოლო ტრანსპორტით - 2 წუთი.

სასტუმრო მსურველებს სთავაზობს კონფერენციების, ტრეინინგების, ბიზნესმოვლენების, ასევე სხვადასხვა ტიპის წვეულებების მოწყობას. ამისათვის, სასტუმროში არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზი. ბიზნეს-ცენტრს გააჩნია დამოუკიდებელი ტერასა და «Coffee brake»-ის ოთახი.