განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

სამკურნალო ცენტრი №6 წყარო

სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი №6 წყარო - „სტალინის აბაზანა“
თერმული სპა & ველნესი
 

   

 

 

შპს "წყალტუბოს თერმული წყლები"-ს კუთვნილი, სახელგანთქმული სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი - ლეგენდარული "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა“არის მინერალური წყლებით სამკურნალო ბალნეოლოგიური დაწესებულება და არა სასტუმრო. ანუ, იქ ხდება წყალტუბოში ჩამოსული დამსვენებლების მკურნალობა, მაგრამ იქ არ არის დამსვენებელთა ღამისთევის/განთავსების საშუალებები. აუცილებელია იცოდეთ, რომ კურორტ წყალტუბოში, ეს ადრეც ასე იყო და ასე არის ახლაც - ანუ, სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში დამსვენებლები არასდროს არ ცხოვრობდნენ და არც ახლა ცხოვრობენ. დამსვენებლები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სასტუმროებში (ადრე სანატორიუმებში) ან ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში/ბინებში (სურვილის მიხედვით) და სამკურნალოდ დადიოდნენ და დადიან სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრში. ეს ყოველივე ასე იმიტომ არის ოგანიზებული, რომ წყალტუბოს სამკურნალო წყლის შორ მანძილზე გადატუმბვა ან ტრანსპორტირება შეუძლებელია, ვინაიდან 3-4 წუთში, წყალი თითქმის სრულად კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს და რათქმაუნდა ტემპერატურასაც. ამიტომაცაა, რომ კურორტ წყალტუბოში, წყლის ყველა სახის სამკურნალო პროცედურა, ტარდება მუდმივად გამდინარე - ახალ მინერალურ წყალში, შესაბამისად, მინერალური წყალს, დამსვენებლები მოიხმარენ მიწის ზედაპირზე მისი გადმოდინების ადგილზე, ანუ მხოლოდდამხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში და არა სასტუმროებში.

კურორტ წყალტუბოში, სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის რეკომენდირებული ხანგრძლივობა 21 და 14 დღეა ან უკიდურეს შემთხვევაში 10-12 დღე.

რაც შეეხება მკურნალობის ღირებულებას: კომპლექსური სამკურნალო პროგრამის ერთი დღის ღირებულება შეადგენს საშუალოდ 60 ლარს, თუ წყალში ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვაცაა საჭირო - მაშინ დღეში საშუალოდ 75-80 ლარს. 18 სახის სამკურნალო პროცედურიდან, მკურნალი ექიმის მიერ, პაციენტს დღეში ენიშნება, 3-5 სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურა. სამკურნალო პროცედურების რაოდენობასა და სახეობებს, განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ადგილზე, პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისა და ძირითადი და თანამდევი დაავადების/დაავადებების სიმძიმის მიხედვით.

სამკურნალო ან სარელაქსაციო მიზნით, პროცედურების წინასწარ დაჯანშნა, საჭირო არ არის.

სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი №6 წყარო - „სტალინის აბაზანა“, მუშაობს ყოველდღე, დასვენების დღეების გარეშე - 365 დღე წელიწადში, ზაფხულში 9:30 - 18:00 საათამდე და ზამთარში 10:00 - 17:00 საათამდე.

რაც შეეხება ღამისთევას, წყალტუბოში არის 10 სასტუმრო, საოჯახო სასტუმროები და ასევე კერძო სახლები/ბინები, რომლებშიც ქირავდება ცალკეული ოთახები/საწოლები. სასტუმროები, აბსოლუტურად ყველა კეთილმოწყობილია, კომფორტული და სამჯერადი კვებით დღეში. სასტუმროებში, ერთადგილიანი ნომრის ღირებულება სამჯერადი კვებით იწყება 80 ლარიდან, ხოლო ორადგილიანი ნომრის, ასევე სამჯერადი კვებით 140 ლარიდან. კერძო სახლებში/ბინებში ერთი საწოლის ღირებულება იწყება დღეში 10 ლარიდან - კვების გარეშე.

ამ ვებსაიტზე მითითებული ყველა ფასი (სამკურნალო პროცედურების, სასტუმროების) არის მომსახურების გამწევის ანუ მომწოდებლის ე.წ. „სუფთა ფასი“, ანუ ჩვენი მხრიდან, ყოველგვარი „ფასნამატისა“ და „პროცენტული დანამატების“ გარეშე. ჩვენთან მომსახურების შეძენის შემთხვევაში, თქვენ არ იხდით ზედმეტს არცერთ თეთრს, იხდით ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს მომსახურება სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრსა თუ სასტუმროებში.

სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრ №6 წყაროს მისამართია: წყალტუბო, კურორტის პარკი, №6 წყაროს შენობა.
დამატებითი ინფორმაცია წყალტუბოში მკურნალობის, სასტუმროებისა და სატრანსპორტო მომსახურების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამავე საიტზე www.tskaltuboresort.ge
პატივისცემით,
ელგუჯა მელქაძე
ტურისტული კომპანია CTC – Caucasus Travel Centre / „სითისი - კავკაზუს თრეველ ცენტრი“-ს დირექტორი.

ტელ: +995 555 63 29 29 დარეკეთ 10:00-დან 17:00 საათამდე.