განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

კურორტი წყალტუბო

ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო

 

 ბუნების ძალით, ექიმის გონებით... 

ქართული კურორტები - აბასთუმანი, ბორჯომი, წყალტუბო - სარგებლობენ მსოფლიო სახელით. თუ აბასთუმნისა და ბორჯომის მსგავსი კურორტები გვხვდება, წყალტუბოს მინერალური წყაროების ანალოგი, მსოფლიოში არსებულ სამკურნალო წყლებს შორის, არ არსებობს.

 ს. ა. შჩუკარევი, პრფესორი, ქიმიკოსი, ჰიდროგეოლოგი.

 

წყალტუბო:

კურორტის ტიპი - ბალნეოლოგიური;
კურორტის პროფილი - ართროლოგიური; ნევროლოგიური (პნს/ცნს); გინეკოლოგიური; კარდიოლოგიური.

საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული, თბილისიდან – 250 კმ-ით, ხოლო შავი ზღვიდან - 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც  იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით, რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.

წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

კურორტ წყალტუბოს ძირითად სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს რადონული მინერალური წყალი. მინერალური წყლის დებიტი, წლის პერიოდებიდან გამომდინარე, მერყეობს და შეადგენს 13-15 მილიონ ლიტრს 24 საათში (დღე-ღამეში). წყლის ბუნებრივი ტემპერატურა (+33-35oC) მისი წინასწარი შეთბობის გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან შემოედინება თვითდინებით, ტუმბოების გამოყენების გარეშე. მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, შემადგენლობით არ არის აგრესიული. შესაბამისად, დამსვენებელთა ასაკიც შეუზღუდავია (4 წლიდან ხანდაზმულების ჩათვლით).

წყალტუბოს მინერალური-რადონული წყალი გამოიყენება შემდეგ დაავადებების სამკურნალოდ:

1. ძვალ-სახსართა (საყრდენ-მამოძრავებელი) სისტემის დაავადებები:

ოსტეოქონდროზი, ართროზები, დისკოგენური რადიკულიტები და სხვა;
რევმატოიდული პოლიართრიტი (ართრიტი) მინიმალური აქტივობის ფაზაში ან აქტივობის გარეშე;
ინფექციური პოლიართრიტი (ართრიტი), დაავადების აქტივობის ნიშნების გარეშე;
ოსტეოართრიტი (ართრიტი);
დისტროფიული კეთილთვისებიანი ოსტეოართროზი, ნივთიერებათა ცვლის და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების მოშლის შედეგად განვითარებული მეორადი სინოვიტით;
სპონდილოზი და სპონდილოართროზი, ხერხემალში მოძრაობის გამოხატული შეზღუდვების გარეშე;
მაანკილოზებელი სპონდილოართროზი, პროცესის აქტივობის I და II ხარისხით (არაუმეტეს II ხარისხისა);
სპონდილიტი და ოსტეოქონდრიტი (არატუბერკულოზური) ინფექციური წარმოშობის;
ტრავმული სპონდილოპათია;
მიოზიტები, ფიბროზიტები, პერიართრიტები, ეპიკონდილიტები;
სხვადასხვა ეტიოლოგიის სახსრების კონტრაქტურები ქრონიკულ სტადიაში;

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:

პოსტინფარქტული მდგომარეობა, შუნტირების შემდგომი პერიოდი, ჰიპერტენზია და სხვა;
ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, სტენოკარდიის იშვიათი და მსუბუქი შეტევებით, გულის რითმის დარღვევისა და გამტარებლობის დარღვევების გარეშე;
I სტადიის ესენციური ჰიპერტენზია;
გულის იშემიური დაავადების I ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია;
მიოკარდიოდისტროფია;
გულის სარქველების შეძენილი მანკები, მარცხენა ვენური ხვრელისა და აორტის გამოხატული სტენოზის გარეშე, მწვავე რევმატიული პროცესის ჩაცხრობიდან 6-8 თვის შემდეგ;
მიტრალური კომისუროტომიის შემდგომი მდგომარეობა, ოპერაციიდან 6-8 თვის შემდეგ;
მწვავე მიოკარდიტის გადატანის შემდგომი პერიოდი მწვავე და ქვემწვავე ანთებითი მოვლენების გაქრობის შემდეგ;
პირველადი ან შებრუნებითი ენდოკარდიტი, გახანგრძლივებული ან ლატენტური მიმდინარეობით, რევმატიული პროცესის მინიმალური აქტივობით;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება კომპენსაციის სტადიაში;
კიდურების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, პროგრესირებადი იშემიისა და განგრენის გარეშე;
ენდარტერექტომიისა და თრომბოინტიმოექტომიის შემდგომი მდგომარეობა, ოპერაციიდან 6-8 თვის შემდეგ, გართულებების არარსებობის პირობებში;
თრომბოფლებიტი და ფლებიტები, მწვავე პროცესის ჩაცხრობიდან 2-4 თვის შემდეგ, გულის უკმარისობის I ფუნქციური კლასით ან მის გარეშე;

3. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები:
ნევროზი, ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნევრიტი და ნეიროპათიები და სხვა;

4. გინეკოლოგიური დაავადებები:
ანთებითი პროცესები, უნაყოფობა და სხვა;

5. კანის დაავადებები:
ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა;

6. ენდოკრინული სისტემის დაავადებები:
დიფუზური ჩიყვი, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი ფორმები და სხვა;

7. შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები:
ქრონიკული არატუბერკულოზური ცისტიტი;
ქრონიკული არატუბერკულოზური პროსტატიტი, რემისიის ფაზაში, საშარდე გზებში ცვლილებებისა და ნარჩენი შარდის გარეშე;

აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ, შემუშავებული არის შესაბამისი სამკურნალო პროგრამები, რომლებიც ინიშნება ინდივიდუალურად - პაციენტის საერთო მდგომარეობის, დიაგნოზის და ასაკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროგრამებში, გამოიყენება ჩვენთან არსებული 17 სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურა.

წყალტუბო წარმოადგენს არასეზონურ კურორტს და ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში - 365 დღე, დასვენების დღეების გარეშე.

შპს “წყალტუბოს თერმული წყლები“-ს №1 და №6 წყაროების შენობები, უშუალოდ მინერალური წყლის წყაროებზეა აგებული. აღნიშნული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრები, აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული წარმოების სამკურნალო აპარატურით და ჰიდროდანადგარებით. მათში განლაგებულია ხუთი აუზი სამკურნალო მინერალური წყლით, სამკურნალო მინერალური წყლის 33 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა, 17 ჰიდრომასაჟის კაბინეტი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვის კაბინეტი და ა.შ. წყაროების გამტარუნარიანობა შეადგენს 1500-ზე მეტ ადამიანს დღეში. აღნიშნული ცენტრები დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით.

№1 და №6 სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებში (წყაროებში), გამოიყენება შემდეგი სამკურნალო პროცედურები:
1. მინერალური წყლის აბაზანები
2. წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი
3. ჰიდრო-ვიბრომასაჟი
4. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში
5. კლასიკური სამკურნალო მასაჟი
6. ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში
7. ელექტროთერაპია/ფიზიოთერაპია
8. ინჰალაცია
9. პრესოთერაპია
10. გინეკოლოგიური ირიგაცია
11. შხაპი“შარკო“
12. „ცირკულარული“ შხაპი
13. „აღმავალი“ შაპი
14. პელოიდოთერაპია (ტალახის აპლიკაცია)
15. ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავის ღრმა გამორეცხვა)
16. მიკროოყნა
17. პროსტატის ჯირკვლის სტიმულაცია და ტამპონადა
18. სპელეოთერაპია ("თეთრა მღვიმე"-ში)

წყალტუბოს მინერალური წყლით მკურნალობის პირდაპირი ჩვენებაა გარკვეული პროფესიული დაავადებების მქონე პირთა მკურნალობა-რეაბილიტაცია: სპორტსმენების, მოცეკვავეების, მფრინავების, კოსმონავტების, მეზღვაურების, მენავთობეების, მეშახტეების, სამხედრო მოსამსახურეების, სპეცსამსახურების თანამშრომლების და ა.შ. აღნიშნული პოფესიების ცნობილი სახეები, საკმაო რაოდენობით ისვენებდნენ გასულ საუკუნეში კურორტ წყალტუბოში.

კურორტზე აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი "თეთრი მღვიმის" მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება სპელეოთერაპიაში ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამკურნალოდ. (ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები გამოქვაბულის კეთილმოსაწყობად.)

ტექნოლოგიურმა განვითარებამ, 21–ე საუკუნის სამსახურებრივმა და ცხოვრების სტილმა, წარმოშვა ისეთი ტიპის ახალი დაავადებები, როგორიცაა მაგალითად „მენეჯერის სინდრომი“: მუდმივი, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, ყურადღების მუდმივი გაფანტულობა - როდესაც შეუძლებლად მიგაჩნია სამუშაოზე კონცენტრაცია. მუდმივი ემოციური დაძაბულობა ფსიქიური, და იშვიათად ფიზიკური გადაძაბვის შედეგად. ადამიანები 10 ან მეტს საათს ახარჯავენ სამუშაოს, ძირითადად მთელი დღის განმავლობაში სხედან კომპიუტერთან, შეხვედრებზე და დატვირთული დღის შემდგომ, სახლში დასასვენებლად, ისევ მჯდომარე, იგივე ფიზიკურ მდგომარეობას უბრუნდებიან, ხშირად, განტვირთვის მიზნით, მანქანით სეირნობენ ან ბარებში, კაფეებსა და რესტორანში სხედან. აღნიშნული პრობლემასთან საბრძოლველად, წარმატებით გამოიყენება ბალნეოთერაპია სხვადასხვა ჰიდროთერაპიებით. შემუშავებული არის 5 და მეტდღიანი სამკურნალო პროგრამა "მენეჯერის სინდრომი"/"ქრონიკული დაღლილობის სინდრომი" და მისი შემოკლებული ვარიანტი - 2-3 დღიანი სარელაქსაციო პროგრამა "ტონუსი". აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ, ადამიანებს აღენიშნებათ: გუნება-განწყობის ამაღლება, აქტიურობის მომატება, ნევროლოგიური მოვლენების (თავის ტკივილის, აღგზნებადობის, ქრონიკული დაღლილობის) შემცირება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და ძილის გაუმჯობესება და ა.შ.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ავადმყოფთა თანამედროვე რეაბილიტაციის პირობებში, დიდი როლი ენიჭება არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდებს, ხოლო ამ მეთოდებში წამყვანი როლი უკავია ბალნეოლოგია, კერძოდ კი რადონოთერაპია. დადასტურებულია, რომ რადონი მაღლა სწევს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას (ჭრილობებისა და დამწვრობების შემდეგ), აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სედატიური (დამამშვიდებელი) ეფექტი, ააქტიურებს კოგნიტურ ფუნქციებს.
იყო დრო, როცა ევროპული ელიტის წარმომადგენლებისთვის, პრესტიჟულად ითვლებოდა ”წყლებზე მკურნალობა”. დღეისათვის, მთელ მსოფლიოში აშკარაა ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობისკენ დაბრუნების ტენდენცია.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, კურორტი წყალტუბო, საუკეთესო ბაზაა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით მაღალეფექტური მკურნალობისთვის, ხოლო რადონოთერაპია, ამ მხრივ ბევრად უფრო იაფი და ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული კლინიკური მედიცინა.

წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში შემავალი ინგრედიენტები - უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.

წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 14-21 დღე.

უკვდავების წყარო? აქაა - წყალტუბოში, ჩამობრძანდით - თავად დარწმუნდებით!

 

კურორტ წყალტუბოში მკურნალობის თავისებურებანი

სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრები, მეორენაირად მათ კიდევ წყაროებს უწოდებენ - არიან მინერალური წყლებით სამკურნალო ბალნეოლოგიური დაწესებულებები - ანუ წყლებით სამკურნალოები და არა სასტუმროები. ანუ იქ - სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებში (წყაროებში), ხდება წყალტუბოში ჩამოსული აბსოლუტურად ყველა დამსვენებლის წყლებითა და სხვა სამედიცინო პროცედურებით მკურნალობა, მაგრამ იქ არ არის და არც არასდროს არ ყოფილა დამსვენებელთა ღამისთევის/განთავსების საშუალებები. აუცილებელია იცოდეთ, რომ კურორტ წყალტუბოში, ეს ადრეც ასე იყო და ასე არის ახლაც - ანუ, სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში (წყაროებში) დამსვენებლები არასდროს არ ცხოვრობდნენ და არც ახლა ცხოვრობენ. დამსვენებლები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სასტუმროებში (ადრე სანატორიუმებში) ან ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში/ბინებში და სამკურნალოდ დადიოდნენ და ახლაც დადიან სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში - წყაროებში. ყოველივე ეს ასე იმიტომ არის ოგანიზებული, რომ წყალტუბოს სამკურნალო წყლის შორ მანძილზე გადატუმბვა ან ტრანსპორტირება შეუძლებელია, ვინაიდან 3-4 წუთში, წყალი თითქმის სრულად კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს და რათქმაუნდა ტემპერატურასაც. ამიტომაცაა, რომ კურორტ წყალტუბოში, წყლის ყველა სახის სამკურნალო პროცედურა, აუცილებლად ტარდება მუდმივად შემომდინარე და გამდინარე/გადამდინარე - ახალ მინერალურ წყალში, შესაბამისად, მინერალურ წყალს დამსვენებლები მოიხმარენ, მიწის ზედაპირზე მისი გადმოდინების ადგილზე, ანუ მხოლოდდამხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრებში - წყაროებში და არა სასტუმროებში. სასტუმროებში მინერალური-სამკურნალო წყალი არ არის.

ცნობილი ადამიანები წყალტუბოში 

1. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, (სამჯერ);
2. რობერტს კუპცისი - ცნობილი ლატვიელი მეცნიერი, ქიმიკოს-ანალიტიკოსი, საქართელოს მინერალური წყლების მკვლევარი, წყალტუბოს დიდი მოამაგე;
3. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;
4. სსრკ ლიდერი იოსებ სტალინი - 1931 და 1951 წელს;
5. სსრკ უშიშროების მინისტრი ლავრენტი ბერია - 1931 და 1951 წელს;
6. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე (მრავალჯერ);
7. ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი - 1968 წელს;
8. ლიანა ისაკაძე, საქართველოსა და სსრკ სახალხო არტისტი, მევიოლინე, დირიჟორი - 1989 წელს;
9. ცნობილი სპორტსმენები: სალნიკოვი და ბუბკა;
10. მოჭადრაკეები: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ნანა ალექსანდრია, ანატოლი კარპოვი, გარი კასპაროვი (არ მკურნალობდნენ);
11. მოჭიდავეები: რომან რურუა, მიხეილ მამიაშვილი;
12. საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს მთელი გუნდი (ასევე სსრკ საფეხბურთო კლუბების ცალკეული წევრები) – 1976 წელს და სხვა წლებში;
13. მწერლები და პოეტები: გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, ბელორუსის სახალხო პოეტები იანკა კუპალა და იაკუბ კოლასი;
14. მომღერლები: საქართველოსა და სსრკ სახალხო არტისტები: ნანი ბრეგვაძე, თემურ წიკლაური, ელენა ობრაზცოვა, სსრკ სახალხო არტისტი ი. კოზლოვსკი;
15. მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი - საქართველოსა და სსრკ სახალხო მხატვარი;
16. ფრიდონ სულაბერიძე, ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი - საქართველოს სახალხო არტისტი;
17. კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე - საქართველოსა და სსრკ სახალხო არტისტი;
18. ცნობილი მსახიობი გუჯა ბურდული;
19. ლიტერატურათმცოდნე ვახუშტი კოტეტიშვილი.
20. სსრკ სახალხო არტისტები, ბალერუნები: ვახტანგ ჭაბუკიანი, მარის ლიეპა, მიხეილ ლავროვსკი, ვიაჩესლავ გორდეევი და მისი მეუღლე სსრკ სახალხო არტისტი ბალერინა ნადეჟდა პავლოვა;
21. სსრკ კოსმონავტები, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირები: ვიტალი სევასტიანოვი და გენადი სტრეკალოვი;
22. სსრკ პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი მეუღლესთან ერთად - 1985 წლს;
23. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი მიხეილ გიორგაძე - 1981 წელს;
24. რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი მეუღლესთან ერთად - 1985 წელს;
25. ალექსი კოსიგინი, სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - პრემიერმინისტრი) – 1973 ან 1974 წელი;
26. მსოფლიოში ცნობილი დანიელი მხატვარ-კარიკატურისტი ხერლუფ ბიდსტრუპი;
27. ცნობილი დირიჟორი, სსრკ სახალხო არტისტი კლავდიი პტიცა;
28. ყარამან ოთხმეზური - ბელგიის ფინანსთა მინისტრი;
29. Leonard M. Weiner - ცნობილი ადვოკატი (ე.წ. ”მილიარდერთა ადვოკატი”) აშშ, ნიუიორკი;
30. წყალტუბოში ისვენებდა 20-მდე სსრკ მინისტრი;
31. მოსკოვის მერი - გავრილ პოპოვი, ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი;
32. სტელიოს ლოგოთეტისი - ქ. პირეოსის (საბერძნეთი) მერი;
33. წყალტუბოში ისვენებდნენ სსრკ-ში ცნობილი სხვადასხვა დარგის მეცნიერები (მათ შორის, გასაიდუმლოებული მეცნიერები, რომელთა ნამდვილი სახელები და გვარები უცნობია): გიორგი ბურაკოვსკი - სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის გულის ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი (დაიბადა და საწავლობდა თბილისში), ამ ინსტიტუტს ახლა ხელმძღვანელობს ცნობილი ქართველი კარდიოქირურგი - ლეო ბოკერია; ალექსანდრე მიკულინი - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი; გიორგი კრიჟანოვსკი - სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი; ისმაილ იბრაგიმოვი - აზერბაიჯანის მეცნ. აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, პროფესორი, აზერბაიჯანის ნავთობისა და ქიმიის ინსტიტუტის რექტორი; სერგეი ნავაშინი - სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ანტიბიოტიკების სსრკ-ს სამეცნ. კვლ. ინსტიტუტის დირექტორი და მრავალი სხვა;

ცნობადი სახეები წყალტუბოში

">

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მსოფლიოში ცნობილ კურორტ წყალტუბოში!