ჩვენ შესახებ

ტურისტული კომპანია შპს „სითისი - კავკაზუს თრეველ ცენტრი“ (CTC – Caucasus Travel Centre LTD), ფუნქციონირებს 2008 წლიდან და დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და კერძოდ, ტურისტების/დამსვენებლების შემოყვანით საქართველოს სხვადასხვა პროფილის კურორტებზე: ბალნეოლოგიური, ბალნეო-კლიმატური, კლიმატო-ბალნეოლოგიური, სამთო-კლიმატური, კლიმატური-საზღვაო, სამთო-სათხილამურო. ამ ეტაპზე, კომპანიის ძირითად მიმართულებად მიჩნეულია ისეთი ცნობილი ბალნეოლოგიური და ბალნეო-კლიმატური კურორტები, როგორებიცაა: წყალტუბო, ბორჯომი და საირმე.

დღეისათვის, ჩვენი კომპანია, გთავაზობთ კურორტ წყალტუბოს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ პროგრამებს როგორც ერთიან პაკეტში: მკურნალობა, სასტუმრო კვებით, სატრანსპორტო მომსახურება/ტრანსფერები, ასევე ცალ-ცალკეც, ანუ: ან მხოლოდ სამკურნალო პროგრამა, ან მხოლოდ სასტუმრო და კვება (ან სასტუმრო კვების გარეშე), ან მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურება/ტრანსფერები.

კომპანიის ხელმძღვანელობას, გააჩნია 30 წლიანი უწყვეტი გამოცდილება, სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ტურიზმში მოღვაწეობისა.

ჩვენი პირველადი მიზანია, სამკურნალოდ ჩამოსული ტურისტების/დამსვენებლების ხარისხიანი მომსახურება, რაშიც, თავადაც დარწმუნდებით, თუკი ისარგებლებთ ჩვენი სერვისებით.

დაისვენეთ საქართველოს ცნობილ კურორტებზე და იყავით ჯანმრთელი!