განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

დაზღვევა

ტურისტების სავალდებულო დაზღვევა.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო გახდა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა.

2026 წლის იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს დაზღვევის პოლისი:

  • მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
  • ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

➤პოლისის სადაზღვევო თანხა, სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.

➤პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ.

პოლისი უნდა ითვალისწინებდეს:

  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მინიმუმ 5,000 აშშ დოლარის ოდენობას;
  • სტაციონარული მკურნალობის მინიმუმ 30,000 აშშ დოლარის ოდენობას;
  • უბედური შემთხვევების, დაზიანებებისა და უეცარი დაავადებების დაფარვას;
  • სამედიცინო ევაკუაციას და რეპატრიაციას.

პოლისში საჭიროა აღნიშნული იყოსშემდეგი მონაცემები

  1. დაზღვევის მხარეები,
  2. დაფარული ტერიტორია,
  3. დაზღვევის საგანი,
  4. დაზღვევი სდაწყებისა და დასრულების დრო,
  5. სადაზღვევო რისკები,
  6. სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები),
  7. სადაზღვევო შესატანის მოცულობა,
  8. გადახდის ადგილი და ვადა.

ზემოხსენებულთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ტურისტს, ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა, საჭიროა დაზღვეული ჰქონდეს, საქართველოში შემოსვლიდან, გასვლის დღის ჩათვლით (ანუ მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე).