განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

ბალნეოთერაპია

ბალნეოთერაპია

სახელწოდება „ბალნეოთერაპია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან balneum – აბაზანა, ბანაობა და ბერძნული სიტყვისაგან therapia - მკურნალობა. რა იმალება ძველი ენების ამ ორ სიტყვას შორის, რომელმაც თანამედროვეობაში ახალი დატვირთვა შეიძინა? ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული spa-პროცედურა მინერალური წყლებით მკურნალობაა.

ბალნეოთერაპიის ისტორია

უცნობია, ვის მოაფიქრდა პირველად მიწიდან მჩქეფარე მინერალური წყლების ადამიანის საჯანმრთელოდ გამოყენება. ქვეყნის დასახელებაც კი შეუძლებელია. საფიქრებელია, რომ ბევრმა ერმა ერთდროულად აღმოაჩინა მინერალური წყლების განსაკუთრებული სამკურნალო ძალა და ისწავლეს თავისდა სასიკეთოდ მათი გამოყენება.

ბალნეოთერაპია პირველად ეგვიპტელებმა და ბაბილონელებმა აღწერეს. უძველეს პაპირუსებსა და თიხის ფირფიტებზე შემორჩენილია მონათხრობები წყლის საოცარ თვისებებზე. რომის იმპერიის ეპოქაში პროცედურები მინერალური და ცხელი წყლების გამოყენებით იმაზე ნაკლებად როდი იყო პოპულარული, ვიდრე დღეს. რომაელები სხეულის მოვლის ოსტატები იყვნენ.

ძველრომაელი ექიმი გალენი ჯანმრთელი, მბზინავი კანის ყველა მსურველს გოგირდის აბანოებს ურჩევდა. დღესაც კი ევროპის სხვადასხვა კუთხეებში ტურისტებს ძველრომაული აბაზანების მისაღებ ადგილებს - ბალნეუმებს - აჩვენებენ, თანამედროვე spa-სალონების პროტოტიპებს.

ანტიკური სამყაროდან ცნობები წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ აღორძინების ეპოქაში გადავიდა. თანდათანობით მინერალური წყაროების ირგვლივ კურორტების გაშენება დაიწყეს - ვიში, კარლსბადი, ვისბადენი, ბადენ-ბადენი. „წყლებზე“ ყოფნის შესახებ აღტაცებულად წერდნენ ჰიუგო, ბელინსკი, დოსტოევსკი, ბისმარკი, ნიცშე. უამრავი სასიყვარულო ისტორია გაჩნდა „წყლით მკურნალობის“ გამოისობით.

გავიდა წლები, ვიდრე ადამიანის მიერ მინერალური წყლის სასარგებლოობის ინტუიტიური გაგება გადაიქცა მისი სამკურნალო თვისებების რწმენად, შემდეგ კი - მკურნალობის მეცნიერულად დამტკიცებულ მეთოდიკაში.

ბალნეოთერაპიის მოქმედება

რა არის განსაკუთრებული ამ მინერალურ წყლებში? რა არის მინერალური წყლები საერთოდ? მინერალურს უწოდებენ წყლებს, რომლებიც ყალიბდება ღრმად მიწის ქვეშ მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში. მთის ქანებისაგან ისინი ღებულობენ განსაკუთრებულ თვისებებს (მაგალითად, რადიოაქტიურობა) და იძენენ მინერალურ ან ორგანულ კომპონენტებს, აირებს (რადონი, აზოტი, გოგირდწყალბადი), მარილებს. შედეგად მიწისქვეშა წყლებმა შესაძლოა სამკურნალო გავლენა იქონიონ ადამიანის ორგანიზმზე. ხშირად ზედაპირზე მინერალური წყლები წყაროების სახით გამოდის. სწორედ მათ ირგვლივ შენდება ბალნეოლოგიური კურორტები. ტემპერატურის მიხედვით განასხვავებენ ცივ (200C-ზე ნაკლები), თბილ (21-350C) და ცხელ (350C-ზე მეტი) წყლებს.

მაღალი საზოგადოების ქალბატონებს უყვარდათ ნერვების „წყლით“ მკურნალობა. როგორც ძველ დროს, მინერალურ წყაროებს სტუმრობენ ნერვული სისტემის პრობლემებისას. თუმცა ამით მათი სასარგებლო თვისებები არ ამოიწურება. ბალნეოთერაპიაში გამოყენებადი მინერალური წყლები ზრდიან ორგანიზმის დამცველ-აღმდგენ ძალებს. ეს ნიშნავს, რომ აძლიერებენ იმუნიტეტს, აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას. ხშირად ბალნეოთერაპიას ნიშნავენ მძიმე ავადმყოფობის ან ოპერაციის - მიოკარდიის ინფარქტი, ოპერაციები სისხლძარღვებზე, გულის სარქველებზე, კუჭ-ნაწლავზე - შემდგომი რეაბილიტაციისათვის.

როდესაც მინერალურ აბაზანაში ჩადიხართ, თქვენი ორგანიზმი ერთდროულად რამდენიმე სახის ზემოქმედებას განიცდის: წყლის ტემპერატურით, ქიმიური შემადგენლობით და ჰიდროსტატიკური წნევით. წყლის გარდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის მიერ გამოყოფილი აირიც. ჟღერს ეს ცოტა უცნაურად, მაგრამ პრაქტიკაში არც თუ მცირე სარგებლობის მოტანა შეუძლიათ: ნერვული რეცეპტორების გაღიზიანებით აირები (რადონი, აზოტი, წყალბადი, ნახშირბადი) და მარილები აღწევენ სისხლში კანის, სასუნთქი გზებისა და ლორწოვანი გარსის გავლით.

ბალნეოთერაპიაში გამოიყენება  ბუნებრივი მინერალური წყალი (რომელიც მოპოვებულია უშუალოდ წყაროებიდან) ან ხელოვნურად მომზადებული წყალი. რთული მისახვედრი არაა, რომ პირველი უფრო სასრგებლოა.